მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამტრედიაში მოქმედი საკონდიტრო „ტორტიკო“ რეალიზაციის 15%-ით გაზრდას გეგმავს

61bb2279cb96e
ვიქტორია მღებრიშვილი
16.12.21 16:02
2506
სამტრედიაში მოქმედი საკონდიტრო „ტორტიკო“, იმერეთის რეგიონის ორ ქალაქს მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით დამზებულ, ფრანგული კონდიტერიის რამდენიმე დასახელების ნამცხვრებსა და ტორტებს სთავაზობს. გაზრდილი მოთხოვნის გამო კი „ტორტიკოს“ დირექტორი რეალიზაციის 15%-ით ზრდას გეგმავს.

BM.GE-სთან საუბარისას ლანა შენგელია აღნიშნავს, რომ პანდემიის პერიოდში საკონდიტროს რეალიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამან მიტანის სერვისის მოთხოვნის 20%-ით ზრდა გამოიწვია. იმისთვის, რომ ამ გამოწვევისთვის ეპასუხა და გაყიდვები კიდევ უფრო გაეზარდა, მეწარმემ მიტანის სერვისის გააქტიურება გადაწყვიტა. ამისთვის კომპანიის მთავარი ფინანსური პარტნიორისგან „საქართველოს ბანკისგან“ მიღებული სესხით, სამაცივრე აგრეგატით აღჭურვილი სპეციალიზირებული მანქანა შეიძინა.

ლანა შენგელიამ კომპანია საქართველოში დაბრუნების შემდეგ 2017 წელს დააფუძნა და სამტრედიაში თანამედროვე მიდგომებითა და უახლესი დანადგარებით პირველი საწარმო აამოქმედა, რომლის დღიური წარმადობა დღეს 200 ერთეული საკონდიტრო ნაწარმია. საწყისი 50 000 დოლარის ინვესტიციით დაწყებული საქმე სულ მალე გაფართოვდა და „ტორტიკომ“ მეორე სარეალიზაციო ფილიალი ქუთაისში გახსნა. დღეისთვის კომპანია რეგიონში 25 სამუშაო ადგილს ქმნის და ამ მაჩვენებელზე გაჩერებას არ აპირებს.



ლანა შენგელია აღნიშნავს, რომ საკონდიტროს ამოქმედების მიზანი რეგიონებში მაღალი ხარისხის საკონდიტრო ნაწარმის შეთავაზება იყო და მან ამ მიზანს მიაღწია. დაარსებიდან დღემდე „ტორტიკო“ განვითარებისა და გაფართოებისთვის თანხების რეინვესტირებას ახორციელებდა და პერიოდულად „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდა.

„პანდემიამ გვიჩვენა, რომ ხარისხიან პროდუქტზე მოთხოვნა, მით უფრო თუ ის საკვებია, ყოველთვის არის, ამიტომ დღეისთვის ისევ და ისევ „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობით გადავწყვიტეთ, ჩვენი გაყიდვები 15%-ით გაგვეზარდა და რამდენიმე დღეა რაც ამ მიზნის შესასრულებლად ახალი მანქანა შევიძინეთ. საქმე ის არის, რომ ბოლო პერიოდში მიტანის სერვისზე მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ ყველა შეკვეთას ვერ ვემსახურებოდით, მიზეზი მარტივია მსხვილი „დელივერი“ კომპანიების საკომისიოები ჩვენნაირი მცირე წარმოებისთვის ძალიან მაღალია, ამიტომ დამატებითი ფინანსური სახსრებით საკუთარი მანქანის შეძენა და მომსახურების განვითარება გადავწყვიტეთ“, - განმარტა ლანა შენგელიამ.

„ტორტიკოს“ დამფუძნებელი ამბობს, რომ გაყიდვების გაზრდის შემდეგ კომპანიის მთავარი მიზანი ახალი საწარმოს ამუშავებაა, რომელიც წარმოების სიმძლავრის გაზრდის საშუალებას მისცემს. სამტრედიისა და ქუთაისის სარეალიზაციო ობიექტებს კი ზუგდიდი, სენაკი და შესაძლოა ფოთიც დაემატოს. „ეს კომპანიის განვითარების გრძელვადიანი გეგმაა, რომლის შესრულება სანდო ფინანსურ პარტნიორთან და ჩვენი ბიზნესის მთავარ მხარდამჭერთან „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობით გვინდა განვახორციელოთ“, - აღნიშნა ლანა შენგელიამ.

(NS)