მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხრეთ აფრიკამ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება შეაჩერა

602133bc91719
ნათია თაქთაქიშვილი
08.02.21 22:20
1701
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ Oxford-AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, გადაწყვეტილება განპირობებულია ახალი კვლევებით, რომელთა თანახმადაც AstraZeneca-ს ვაქცინა ქვეყანაში გავრცელებული კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ მინიმალურ დაცვას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების 90%-ი სწორედ აფრიკულ შტამზე მოდის.

ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევა, რომელიც 2,000 ადამიანისგან მიღებულ მონაცემებზეა დაფუძნებული, ჯერ რეცენზირებული არ არის, თუმცა აღნიშნავენ, რომ Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინა კორონავირუსით გამოწვეული დაავადების რთული ფორმების თავიდან არიდებისთვის, გარკვეულწილად ეფექტიანი მაინც იქნება.

გამოცემის მიხედვით, სამხრეთ აფრიკის მთავრობა Johnson & Johnson-ის და Pfizer-ის ვაქცინების შეტანას გეგმავს უხლოეს პერიოდში, რომელიც ხელისაწვდომი იქნება ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სამხრეთ აფრიკაში ვირუსით ინფიცირების 1.4 მილიონი შემთხვევა იქნა გამოვლენილი, ხოლო გარდაიცვალა 46,000 ინფიცირებული.