ბათუმის ნავსადგურიდან სანქცირებული რუსული ნავთობით დატვირთული გემის გაძევების საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ სანქციების თავიდან არიდების საკითხს საქართველოს მთავრობა მაქსიმალური სერიოზულობითა და ყურადღებით უნდა მიუდგეს.
უშუალოდ გემთან დაკავშირებით კი ელჩმა აღნიშნა, რომ ამ საკითხს აშშ აქტიურად სწავლობს და ამ მიმართულებით მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს.
„ჩვენ ამ საკითხს ნამდვილად ყურადღებით ვაკვირდებით; აშშ ამ მიმართულებით ყველგან აწარმოებს მონიტორინგს. ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ სახელმწიფო უწყებებთან, შემოსავლების სამსახურთან და საბაჟოებთან.
უმნიშვნელოვანესია, რომ ამ საკითხს საქართველოს მთავრობა სერიოზულად მიუდგეს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სანქციების თავიდან არიდების ნებისმიერ მცდელობას და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სანქცირებული რუსული ტვირთით დატვირთული, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი "ესენკა" ბათუმის პორტში შევიდა. "მთავარი არხის" თანახმად, გემი რუსული სანქცირებული კომპანიის "როსნეფტის", 30 000 ტონამდე ნავთობპროდუქტით იყო დატვირთული. მოგვიანებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მედიასთან თქვა, რომ სანქცირებული ნავთობპროდუქტებით დატვირთული გემი ბათუმის პორტში ტვირთის დაცლის უფლება არ მიეცემოდა. 27 ივნისსვე ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველომ სანქცირებული ნავთობით დატვირთული ტანკერი უკან გააბრუნა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე