მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 9 მლნ ლარამდე ჯდება

5fb7d0a1f1943
თელარა გელანტია
21.11.20 10:00
678
დღეს, საქართველოს ჩვიდმეტ მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, თუმცა ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღიარებს და მეორე ტურში არ მონაწილეობს. მიუხედავად ამისა, ოპოზიციონერი კანდიდატების სახელი, გვარი და საარჩევნო ნომერი ბიულეტენში მაინც რჩება.

საარჩევნო ადმინისტრაციას მეორე ტურის ორგანიზება და ჩატარება 8.6 მილიონი ლარი უჯდება. ამ თანხიდან ყველაზე მეტი რესურსი - 4.56 მლნ ლარი საარჩევნო ადმინისტრაციასა და უბნებზე დასაქმებულთა ანაზღაურებაზე მიიმართება. საარჩევნო საჭირობების საქონელსა და მომსახურებაზე კი 2.6 მილიონი ლარი დაიხარჯება.

არჩევნების პირველი ტურის ჩატარებისთვის ცესკომ 42.7 მილიონი ლარი დახარჯა. ამასთან, საარჩევნო სუბიექტებმა სახელმწიფოსგან სარეკლამო საეთერო დროის დაფინანსებისთვის 2.1 მილიონი ლარი მიიღეს, ხოლო პარტიების სხვა სახის სახელმწიფო დაფინანსებამ კი 7.2 მლნ ლარი შეადგინა.