მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საპარტნიორო ფონდი" დეფიციტის აღმოსაფხვრელად, $6.6 მილიონად პირბადეების წარმოების დაწყებას გეგმავს

5e78e07c7ad62
შოთა ტყეშელაშვილი
23.03.20 20:38
1934
სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე 21 მარტს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საინვესტიციო ფონდის - “საპარტნიორო ფონდის” განაცხადი შევიდა გამარტივებული შესყიდვის განხორციელების თაობაზე. შესყიდვის დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ფონდი $6.6 მილიონად ქვეყანაში სამედიცინო პირბადეების დეფიციტის აღმოსაფხვრელად პირბადეების წარმოების ხაზის შექმნას გეგმავს.

$6.6 მილიონი დოლარით შემდეგი მიმართულებებით მოხდება თანხების განაწილება:

1. პირბადეების წარმოებისათვის დანადგარების შესყიდვა;
2. ნედლეულის შესყიდვა;
3. დანადგარების, მათი მონტაჟისა და ნედლეულის ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვა;
4. წარმოების გასამართად ფართის სარემონტო სამუშაოების შესყიდვა.
5. და სხვა.

ფონდი განმარტავს, რომ ეპიდემიის გავრცელებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეუძლებელი იქნებოდა ამ შესყიდვის სტანდარტული - სატენდერო პროცესით წარმართვა, სწორედ ამიტომ ხდება ამ პროექტის გამარტივებული შესყიდვით განხორციელება.

“წარმოების გამართვისათვის საჭირო საქონლის (დანადგარები, ნედლეული) შემოტანა უნდა მოხდეს უცხოეთიდან, შესაბამისად, ტენდერის გზით ამ შესყიდვების განხორციელება შეუძლებელია, მითუმეტეს, რომ საკითხი ეხება დეფიციტურ და ძალიან მოთხოვნად საქონელს. უცხოური კომპანიების დათანხმება ტენდერში მონაწილეობაზე შეუძლებელია. ასევე, პირველ ეტაპზე განსახორციელებელი შესყიდვები არის ძალიან სასწრაფო და შესყიდვის პროცედურებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადების გათვალისწინება შეუძლებელია,”- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.

საპარტნიორო ფონდის მიერ პირბადეების წარმოების დაწყების გეგმა - მთავრობის განკარგულების პროექტი




სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ "საპარტნიორო ფონდის" მიერ პირბადეების წარმოების დასაწყებად წარდგენილ გამარტივებულ შესყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 26 მარტამდე უნდა მიიღოს.