მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საპარტნიორო ფონდი" პირბადეების წარმოების $6.6-მილიონიან პროექტს აღარ განახორციელებს

5e99b0c7df079
შოთა ტყეშელაშვილი
17.04.20 18:22
1776
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მიხედვით, სახელმწიფოს კუთვნილმა “საპარტნიორო ფონდმა” უკან გაიწვია მოთხოვნა $6.6 მილიონ დოლარად პირბადეების წარმოების დაწყების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სავარაუდოდ, მთავრობის მიერ პირბადეების წარმოების მხარდაჭერის სხვა მოდელის გამონახვას უკავშირდება.

$6.6 მილიონი დოლარით შემდეგი მიმართულებებით იგეგმებოდა თანხების განაწილება:

1. პირბადეების წარმოებისათვის დანადგარების შესყიდვა;
2. ნედლეულის შესყიდვა;
3. დანადგარების, მათი მონტაჟისა და ნედლეულის ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვა;
4. წარმოების გასამართად ფართის სარემონტო სამუშაოების შესყიდვა.
5. და სხვა.

“წარმოების გამართვისათვის საჭირო საქონლის (დანადგარები, ნედლეული) შემოტანა უნდა მოხდეს უცხოეთიდან, შესაბამისად, ტენდერის გზით ამ შესყიდვების განხორციელება შეუძლებელია, მითუმეტეს, რომ საკითხი ეხება დეფიციტურ და ძალიან მოთხოვნად საქონელს. უცხოური კომპანიების დათანხმება ტენდერში მონაწილეობაზე შეუძლებელია. ასევე, პირველ ეტაპზე განსახორციელებელი შესყიდვები არის ძალიან სასწრაფო და შესყიდვის პროცედურებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადების გათვალისწინება შეუძლებელია,” - ინიციატივის გამოხმობამდე, აღნიშნული იყო საპარტნიორო ფონდის მიერ შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.

BMG უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ თავად ფონდის განმარტებას, თუ რატომ გადაწყდა აღნიშნული პროექტის უკან გამოწვევა.