„საპარტნიორო ფონდი“ ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანია “ვანრიკ აგროს“ მიმართ არსებული მოთხოვნის აუქციონს აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფონდის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც bm.ge-მ გაარკვია, “ვანრიკ აგრომ” საპარტნიორო ფონდს მის მიერ ჩადებული ინვესტიცია, რომელიც 2 მლნ დოლარს აღემატება, დათქმულ ვადაში ვერ დააბრუნა, ამიტომ ფონდის მენეჯმენტმა “ვანრიკ აგროს“ მიმართ არსებული მოთხოვნის აუქციონის გზით გასხვისება გადაწყვიტა.
“ვანრიკ აგროში” საპარტნიორო ფონდის წილი 42%-ია, ფონდისთვის დასაბრუნებელი თანხა კი, 4 მლნ დოლარამდეა.
აუქციონის პირობების გაცნობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უკვე დღეიდან შეეძლება ელექტრონულ მისამართზე: www.eauction.ge, განაცხადის #:117207RBS63868619, აუქციონის #: 117207, ლოტის #: 638686.
ცნობისთვის: სს „ვანრიკ აგრო“ 2015 წელს დაარსდა და მის მთავარ საქმიანობას ლურჯი მოცვის მოყვანა, გადამუშავება და რეალიზაცია წარმოადგენს. კომპანიის მფლობელობაშია ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში 326 ჰა-ი მიწის ნაკვეთი, ნაწილობრივ განაშენიანებული ლურჯი მოცვის პლანტაციით და გადამამუშავებელი საწარმოო ხაზით.
“საპარტნიორო ფონდის“ მიერ პროექტში განხორციელებული ინვესტიცია 2.2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ხსენებული აუქციონი გამოცხადდა ფონდის მიერ განხორციელებული ინვესტიციის საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნის გასხვისებაზე. აუქციონში გამარჯვებული პირისთვის აღნიშნული მოთხოვნა წარმოადგენს სს „ვანრიკ აგროს“ აქტივების შეძენის დაფინანსების საშუალებას. აუქციონის საწყისი თანხა შეადგენს 12 მლნ ლარს, რომლის გადახდის პირობები მოცემულია ხელშეკრულების პროექტში და ის გადაეცემა დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, აუქციონის საჯარო განცხადებაში არსებული წესის შესაბამისად. აუქციონში დაფიქსირებული საბოლოო ფასის გადახდა, ხელშეკრულების თანახმად, გადანაწილებულია 7 წელზე”, - აცხადებენ ფონდში.
საჯარო აუქციონი 26 დეკემბერს, 15:00 საათზე, „საპარტნიორო ფონდის“ ოფისში გაიმართება.
საპარტნიორო ფონდის ინფორმაციითვე, აუქციონის შესახებ ეცნობებათ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საელჩოებს, ბიზნეს ასოციაციებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს.
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის