საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი ლევან სურგულაძე აცხადებს, რომ საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის გოგა მელიქიძის მიერ გაჟღერებული წინადადება, რომ საპენსიო ფონდმა შეიძლება სტრატეგიული პროექტების პირდაპირი სასესხო დაფინანსება მოახდინოს მიუღებელია.
სურგულაძე მიიჩნევს, რომ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობა მხოლოდ ფასიან ქაღალდებში დაბანდებით უნდა შემოიფარგლებოდეს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ფონდმა პირდაპირი კრედიტების გაცემა დაიწყო, მაშინ ის ფუნქციურად ბანკის სახეს მიიღებს. იგი ასევე მიიჩნევს, რომ თუ საპენსიო სააგენტოს სესხების გაცემა შეეძლება ამას შესაძლოა მნიშვნელოვანი კორუფციული რისკების გაჩენა მოჰყვეს.
“კატეგორიულად დაუშვებელია საპენსიო თანხების ნებისმიერი პირდაპირი ინვესტიცია, რაც არ უნდა სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტს ეხებოდეს საუბარი და ვინც არ უნდა იყოს თანაინვესტორი. ასეთი ინვესტიცია შეიცავს მიუღებლად მაღალ რისკებს, რომელთა შეფასების საშუალებაც საპენსიო ფონდს არ გააჩნია. არც წილობრივი და არც სასესხო შეფასების უნარი საპენსიო ფონდს არ აქვს. ასეთი ინვესტიცია ვერ იქნება საკმარისად გამჭვირვალე და მიუღებლად მაღალ საოპერაციო რისკებს, თაღლითობის და კორუფციის რისკებს შეიცავს. ეს ნიშნავს, რომ საკრედიტო ორგანიზაციად უნდა გარდაიქმნას საპენსიო ფონდი, გასცეს კრედიტი და მაშინ მასზე უნდა გავრცელდეს იგივე რეგულაციები, რაც ბანკებზე მოქმედებს. მათ შორის დარეზერვების მოთხოვნები და სხვა რასაც ბანკები ასრულებენ.
რაც შეეხება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების თანამონაწილეობას, ეს ფინანსური რისკებისგან ვერ დაგვიცავს, რამეთუ ეს ინსტიტუტები ინვესტიციებს ნაკლებად კომერციული მიზნებით ახორციელებენ და მათი მოტივაცია უფრო ჰუმანიტარული ფასია. ამასთანავე, ამ ორგანიზაციებს ჩვენთან შედარებით პრაქტიკულად განუსაზღვრელი ოდენობის ფინანსური რესურსი აქვთ და მათი რისკის ამტანუნარიანობაც ბევრად მაღალია,”- განაცხადა ლევან სურგულაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპენსიო სააგენტო, რომელიც 1.3 მილიონი მოქალაქის 2.8-მილიარდიან დანაზოგებს ინახავს, შესაძლოა, აქტივების მმართველი ფონდიდან ნაწილობრივ საკრედიტო ინსტიტუტად გარდაიქმნას. მსხვილი კერძო პროექტების დაფინანსების შესაძლებლობის შესახებ პარლამენტში გამართულ მოსმენაზე საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ ისაუბრა. მისი თქმით, ფონდს უნდა შეეძლოს მონაწილეობა მიიღოს სტრატეგიული მნიშვნელობის საინვესტიციო პროექტების დაფინანსებაში მაქსიმუმ ⅓-ის წილით, იმ შემთხვევაში თუ პროექტის დაფინანსებაში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც არიან ჩართული.
ამჟამად პარლამენტი უკვე განიხილავს დაგროვებით საპენსიო სისტემაში შესატან ცვლილებებს, რომელთა შედეგადაც საპენსიო ფონდს იპოთეკით უზრუნველყოფილ ობლიგაციებში შეეძლება თანხების დაბანდება. გოგა მელიქიძის განმარტებით, ეს ცვლილება აუცილებელია, რადგანაც ამ სახის ფინანსური აქტივის შესახებ ქართულ კანონმდებლობაში ჩანაწერი სულ ახლახანს გაჩნდა და შესაბამისად, ის დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონშიც უნდა არსებობდეს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი