07.დეკემბერი .2022 15:50

საპენსიო სააგენტოს აქტივებმა $1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

საპენსიო სააგენტოს აქტივებმა $1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
views 681
უკან

საქართველოს სახელმწიფო საპენსიო ფონდის მოცულობა ამჟამად 2.87 მილიარდ ლარს აღწევს. ბოლო ორი თვეა საპენსიო ფონდის მოცულობა როგორც დოლარში, ასევე ევროში ერთ მილიარდს აჭარბებს.

სახელმწიფო საპენსიო ფონდის აქტივების 81% ლარში, 19% კი უცხოურ ვალუტაშია განთავსებული. უფრო დეტალურად, პორტფელის განაწილება ასეთია:

საპენსიო აქტივები განაწილებულია სხვადასხვა ქართულ კომერციულ ბანკში, საქართველოს და უცხოურ სახაზინო ფასიან ქაღალდებსა და საერთაშორისო აქციებში. კონკრეტულად: 65.4% განთავსებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან დეპოზიტებში, 3.5% სარგებლიან ანგარიშებში, 8.0% საერთაშორისო აქციებში, 13.5% ქართულ სახელმწიფო სახაზინო ფასიან ქაღალდებში, 8.7% აშშ-ის სახაზინო ვალდებულებებში და 0.9% ევროობლიგაციებში.

საპენსიო სააგენტო უახლოეს მომავალში სპეციალიზებული დეპოზიტარის შესარჩევად ახალ ტენდერს გამოაქვეყნებს.

სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციებს ამჟამად “საქართველოს ბანკი” ასრულებს. როგორც საპენსიო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, აღნიშნულ ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის ივლისში გასდის, ამიტომაც ორგანიზაცია უკვე ამზადებს ახალ ტენდერს, რომლის გამოცხადებაც არსებული ხელშეკრულების ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე იგეგმება.

საპენსიო სააგენტო მის საინვესტიციო პროცესს სწორედ სპეციალიზებული დეპოზიტარის მეშვეობით წარმართავს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა