მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაგროვებითი პენსიით 9000-მდე პირმა ისარგებლა - საპენსიო სააგენტო

პენსია ფული

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 503 ათასი ადამიანია. 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 8,958 პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 29,257,490.28 ლარი. ხოლო საპენსიო აქტივების ღირებულება 4.8 მლრდ ლარს შეადგენს.

ამასთან, სააგენტოს ცნობით, პორტფელების მიხედვით, 2024 წლის 31 მარტის მონაცემებით, 2023 წლის აგვისტოდან დღემდე ჯამური რეალური (ინფლაციის გათვალისწინებით) ამონაგები შემდეგნაირად გამოიყურება:

• კონსერვატიული პორტფელი 6.27%
• დაბალანსებული პორტფელი 7.73%
• დინამიკური პორტფელი 8.26%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები