მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გოგა მელიქიძის თქმით, პენსიონერებმა ₾20-25 მილიონის დანაზოგი სამართავად ფონდს დაუტოვეს

საინვესტიციო ოფიცერი

საპენსიო სააგენტოს უფროსის საინვესტიციო ოფიცრის გოგა მელიქიძის ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეების ნაწილმა, რომელთაც უკვე საპენსიო ასაკს მიაღწიეს, დანაზოგების გატანაზე უარი თქვეს.

ამის შესახებ გოგა მელიქიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში საპენსიო რეფორმის მიმართ მოქალაქეების ნდობის კონტექსტში განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საუბარია 20-25 მილიონ ლარზე, რომელიც ბენეფიციარებმა ფონდიდან არ წაიღეს.

„ნდობის ნაწილში შემიძლია ვთქვა, რომ მართალია, რეფორმა ახალგაზრდაა, თუმცა საპენსიო სქემის 4800-ზე მეტმა მონაწილემ უკვე აიღო პენსიის სახით, ჯამში, 13 მლნ ლარზე მეტი.  ეს იმაზე მეტყველებს, რომ რეფორმა მუშაობს, ფულს წერს, ინფლაციას ჯაბნის და პენსიებსაც არიგებს. რა თქმა უნდა, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც საპენსიო რეფორმა 15-20 წელიწადში მოიტანს.

აღსანიშნავია ისიც, რომ საპენსიო ფონდშია 20-25 მილიონი ლარის დანაზოგები, რომელიც მონაწილეებს ეკუთვნით, რადგან უკვე პენსიაზე გავიდნენ,  მაგრამ არ მიაქვთ - ფონდში ტოვებენ, თქვენ მართეთო. ესეც გარკვეულწილად ნდობაზე მეტყველებს.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2023 წლის ივლისისთვის საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 3.76 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 680 მილიონი ლარია.

ამდენად, შეიძლება საპენსიო სქემის ბენეფიციარების ნაწილი დაბალრისკიან პორტფელში დარჩეს, სხვადასხვა აქტივის კლასებზე კანონით განსაზღვრულია დასაშვები ლიმიტები არ იცვლება და როდესაც შერეულ და მაღალრისკიან პორტფელებში ინვესტირება დაიწყებს თავისი შედეგების დადებას, ბენეფიციარები უფრო მარტივად დაინახავენ, რა განსხვავებაა ნაკლებადრისკიან, საშუალო და მაღალრისკიან პორტფელებს შორის“, - განაცხადა გოგა მელიქიძემ. 

"დინამიური" "მაღალრისკიანის“ ნაცვლად - საპენსიო დანაზოგების პორტფელებს სახელებს უცვლიან

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები