მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-აფხაზეთი-სამხრეთ ოსეთის დიალოგს დასავლეთის ახირებები უშლის ხელს - ლავროვი

63c7e8e0c3424
ვიქტორია მღებრიშვილი
18.01.23 16:41
1563
დასავლეთი თავისი ახირებებით საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის დიალოგის წარმოებას უშლის ხელს, თუმცა ამის მექანიზმები არსებობს, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გასული წლის ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების შეჯამებისას განაცხადა.

„ჩვენ იმას ვემხრობით, რომ აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა საქართველოსთან ურთიერთობები დაამყარონ, იქ არსებობს დიალოგის მექანიზმები, რომელშიც ჩვენც ვმონაწილეობთ“, - განაცხადა ლავროვმა და დასძინა, რომ საქართველომ ნდობის გასამყარებლად ერთობლივი ეკონომიკური მოქმედებების პროექტი წარმოადგინა.

„მართალია, ახლა საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. ჟენევის დისკუსიების დასავლეთის მონაწილეები - ევროკავშირი, გაერო, ეუთო, ამერიკა ცდილობენ დიალოგის ეს ფორმატი უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მძევლად გახადონ. ეს არასწორია, ვთვლი, რომ არაპროფესიონალიზმია, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი კონკრეტულ ამოცანებს კონკრეტულ რეგიონში თავისი პოლიტიკური წყენებითა და ახირებებით არის განპირობებული“, - განმარტა ლავროვმა.

„საერთო ჯამში, ჩვენ ქართველებთან არანაირი პრობლემები არ გვაქვს“, - თქვა მან. 2008 წლის ომის შესახებ საუბრისას ლავროვმა ასევე თქვა, რომ NATO-მ "თავისი როლი შეასრულა".

„აპრილში ბუქარესტის NATO-ს სამიტზე მიღებულ იქნა დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველო და უკრაინა NATO-ში შევლენ. (ექს-პრეზიდენტმა მიხეილ) სააკაშვილს, სრულიად ცხადია, რომ ემოციებმა იმძლავრა და მან გადაწყვიტა, რომ ეს ინდულგენციაა. უკრაინელებს მეტი დრო დასჭირდათ, იმისთვის რომ ეს „ბუქარესტის იმპულსი“ იმ ადამიანების გონებამდე მისულიყო, რომლებმაც თავისი ქვეყნიდან ყოველივე რუსულის განდევნა გადაწყვიტეს“, - დასძინა მან.