მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველო იმსახურებს EU-ს წევრობას... გითხრათ, რას არ იმსახურებს?“ - უსუფაშვილი

62909ea3ad62d
ვიქტორია მღებრიშვილი
27.05.22 13:55
754
საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობას და არ იმსახურებს იმ მთავრობას, რომელიც ქვეყანაში არაევროპული ცხოვრების სტილს ამკვიდრებს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს უსმენენ.

დავით უსუფაშვილი თვლის, რომ საქართველოს მთავრობა არაევროპულ გზას მიჰყვება და თავისი გამოსვლებით საზოგადოებას ორ ნაწილად ჰყოფს.

„საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას. ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას. ვილაპარაკოთ იმაზე - რას არ იმსახურებს? - იმ მთავრობას, რომელიც ქვეყანაში არაევროპული ცხოვრების სტილს ამკვიდრებს, არაევროპულ პოლიტიკურ სისტემას, არაევროპულ ღირებულებებს, არაევროპულ ინსტიტუტებს, არაევროპულ სახელისუფლებო სისტემას - ამას ქართველი ხალხი და საქართველო არ იმსახურებს. საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობას, ქართველი ხალხის და უამრავი ინდივიდუალური პოლიტიკოსის და საჯარო მოხელის წლების განმავლობაში თავდაუზოგავი შრომის გამო“, - განაცხადა უსუფაშვილმა.