მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო კორეაში წარმოებულ "ასტრაზენეკას" ვაქცინას მიიღებს - თამარ გაბუნია

60423eabcbef2
ინგა მურუსიძე
05.03.21 18:41
1113
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, AstraZeneca-ს მიერ წარმოებული Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელსაც მარტის ბოლოს საქართველო მიიღებს, „კოვაქსის“ პლატფორმიდან არის და ეს კორეაში წარმოებული ვაქცინაა.

გარდა ამისა, როგორც გაბუნიამ თქვა, ფინანსური ინფორმაცია საჯარო არ არის, თუმცა 5 მლნ 300 ათასი დოლარი იყო ის წინასწარი ღირებულება, რაც ქვეყანამ „კოვაქს-პლატფორმაზე“ გადაიხადა, რათა მოსახლეობის 20%-სთვის საკმარისი ვაქცინა მიიღოს.

მინისტრის მოადგილის თქმით, ასევე მიმდინარეობს მუშაობა და საუბარი დამატებითი ვაქცინების მიღებაზე.

„კოვაქს-პლატფორმაზე“ უკვე არის „ნოვავაქსის“ ვაქცინა, რომლის მიღებაზეც ვმუშაობთ და ასევე მიდის მუშაობა პირდაპირ მწარმოებლებთან, დამატებითი დოზების მიღებისთვის. „კოვაქსის“ გარდა სულ გვჭირდება 2.5 მლნ დოზა ვაქცინა. ყველა ხელშეკრულება გაუთქმელობის ხელწერილით გვაქვს ხელმოწერილი, მათ შორის „მოდერნასთანაც“. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში დასრულდება მოლაპარაკებები“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.