მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო Pfizer-სგან მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს - მინისტრი

606443a4c1ddd
ვიქტორია მღებრიშვილი
31.03.21 13:43
5425
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, Pfizer-თან ვაქცინის დოზების მიღებაზე დეტალები ზუსტდება. ამის შესახებ მან ვაქცინაციის საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

„Pfizer-თან მიმართებით საბოლოო კომუნიკაციის შემდეგ შევჯერდით, რომ მათგან 1 მლნ დოზას მივიღებთ. ამ ეტაპზე ველოდებით დასტურს, თუ როდის და რა ფორმატით იქნება მოწოდება ან რა განრიგით მოგვეწოდება 1 მლნ დოზა“, - განმარტა ტიკარაძემ.

რაც შეეხება ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინის გამოყენებას, ამის შესახებ საქართველო გადაწყვეტილებას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით მიიღებს.

„რაც შეეხება „სინოფარმს“, ჩვენ გვაქვს და გვექნება დამატებითი კომუნიკაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მინისტრმა.