„საქართველო მსოფლიოში შეგვიძლია ვაქციოთ ბუტიკურ ქვეყნად, სადაც ქართული ველნესის ბრენდი განვითარდება“, - ასე აფასებს საქართველოს ველნეს შესაძლებლობებს „ბიოლისა“ და ქართული ველნეს ასოციაციის დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე.
„საქმის კურსში“ საუბრისას მან იმ საჭიროებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ქართული ველნესის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. ამისთვის კი, თამაზ მჭედლიძე სახელმწიფოს, კერძო სექტორის და მეცნიერების გაერთიანების მნიშვნელობას ხედავს.
„საქართველოში იმდენი კლიმატური ზონაა, რაც მთელ დიდ ევროპაში. საქართველო მსოფლიოში შეგვიძლია ვაქციოთ ბუტიკურ ქვეყანად, სადაც ქართული ველნესის ბრენდი განვითარდება. მსოფლიოში საქართველოს რომ წარმოიდგენენ, მარტო ღვინო და ხაჭაპური კი არ გაახსენდეთ, არამედ ისიც, რომ საქართველო ქართული ველნესის მხარეა.
ამისთვის კი საჭიროა ერის კეთილგანწყობა; ამასთან, ამ მხრივ მნიშნელოვანია კანონმდებლობის მოწყობა, რადგან დღეს კურორტოლოგიისა და სანატორიუმების სისტემა საბჭოთა კავშირის დროინდელი სქემებით და მექანიზმებითაა მოწყობილი; მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი სასწავლო სისტემის შექმნაა; საქართველოში ჩვენ სპეციალობა ველნეს თერაპევტი დავაფუძნეთ, ეს არის ორწლიანი მაგისტრატურა და მიმდინარეობს უნივერსიტეტებთან მოლაპარაკებები, სად შეიძლება ამ ბაზის დაფუძნება.
ქართული ველნეს ასოციაციის ფორმატში გაიწერება და სტანდარტიზებული იქნება ცნება, თუ რა არის ველნესი, რამეთუ თავად ამ ცნებას ყველა სხვადასხვანაირად უყენებს. მოვამზადებთ საფუძველს, რათა მოვიწვიოთ ინვესტორები; როცა ინვესტორს ფულის ჩადებას სთავაზობ, მან უნდა იცოდეს რა სისტემა ხვდება აქ და რაში დებს ის ფულს. „ბიოლი“ ქართული ველნესის მხრივ საქართველოში ორთქლმავალი იქნება, რამეთუ დღეს კურორტის მიმართ მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტორების ინტერესი დიდია; როდესაც ისინი საქართველოში ჩამოდიან და ხედავენ როგორი ველნეს კურორტი არსებობს აქ, ინვესტირების სურვილიც უჩნდებათ. ასოციაციის მიზანი კი ველნესის განვითარების სისტემის შექმნა იქნება, რომელიც შემდგომში ამ ინვესტორებს მოიზიდავს“, - განმარტა თამაზ მჭედლიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი