მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო რუსულ ნავთობზე გადაეწყო

6440f54bd7ec2
შოთა ტყეშელაშვილი
20.04.23 12:33
1638
საქსტატმა 2023 წლის იანვარ-მარტის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, პირველ კვარტალში ქვეყანამ 251 მილიონი დოლარის ღირებულების 315 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები შეიძინა. თანხობრივად საწვავის იმპორტი $6 მილიონით არის გაზრდილი, რაოდენობრივად კი მატება 27 ათასი ტონაა.

თუკი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოსთვის ნავთობის მთავარი მომწოდებელი რუმინეთი იყო, ხოლო შემდეგ პოზიციებს ბულგარეთი და რუსეთი იკავებდნენ, 2023 წელს ბაზრის სტრუქტურა მკვეთრად შეიცვალა. პირველ ადგილზე საწვავის იმპორტით პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციაა, საიდან შესყიდული ნავთობის მოცულობაც 422%-ით არის გაზრდილი. ამასთან სხვა ქვეყნების წილი მკვეთრად შემცირებულია. შედეგად რუსეთზე მთლიანი სექტორის 67% მოდის.

საქართველოს მიერ 2023 წლის პირველ კვარტალში შესყიდული ნავთობის მოცულობა ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:

1. რუსეთი - $169 მილიონი, 235,339 ათასი ტონა.
2. რუმინეთი - $39 მილიონი, 45,505 ათასი ტონა;
3. თურქმენეთი - $14 მილიონი, 15,092 ათასი ტონა;
4. საბერძნეთი - $9 მილიონი, 8,332 ათასი ტონა;
5. აზერბაიჯანი - $4 მილიონი, 4,091 ათასი ტონა.

ნავთობპროდუქტებთან ერთად გაზრდილია რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი. 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველომ რუსეთიდან $71 მილიონის გაზი შეიძინა, რაც წინა წელს მხოლოდ $32 მილიონ დოლარს შეადგენდა.