საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დაწყებული რეფორმები, რომლებიც სახელმწიფო საწარმოების ფინანსური გამჭვირვალობისა და მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული ქვეყნის ფისკალური სტაბილურობისთვის არის მნიშვნელოვანი.
“2022 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი დაახლოებით 38 პროცენტული პუნქტით შემცირდა და მან 2.7% შეადგინა. ეს გამოწვეული იყო საბიუჯეტო შემოსავლების ძლიერი ზრდით და ხარჯების შედარებითი შეზღუდვით.
Fitch-ი პროგნოზირებს, რომ 2023 წელს მშპ-სთან მიმართებით ბიუჯეტის დეფიციტი 2.6%-ის დონეზე იქნება. ამის მიზეზია ის, რომ საბიუჯეტო შემოსავლების მატება უფრო დაბალი ტემპით არის მოსალოდნელი, რასაც თან საჯარო სექტორის უფრო მაღალი სახელფასო ხარჯიც დაემატება.
ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ 2024 წელს ბიუჯეტის დეფიციტი 2.8%-მდე იქნება, რაც მათ შორის ზომიერი წინასაარჩევნო ხარჯებით იქნება განპირობებული. თუმცა, ეს მაინც ქვეყნის ფისკალური წესით განსაზღვრულ 3%-იან დეფიციტზე ნაკლები იქნება. ამასთან, ქვეყნის საბიუჯეტო დეფიციტის დონე უფრო ნაკლებია BB რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელზე (3.2%).
საქართველოს აქვს ფისკალური დისციპლინის ძლიერი ისტორია და ასევე ახორციელებს რეფორმებს სახელმწიფო საწარმოების გამჭვირვალობისა და კორპორატიული მართვის გასაუმჯობესებლად,”- აღნიშნავს Fitch-ი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე შეინარჩუნა, ხოლო რეიტინგის მოლოდინი “სტაბილური” “პოზიტიურით” შეცვალა.
Fitch-ის მიერ დასახელებული სახელმწიფო საწარმოების რეფორმების გატარება საქართველოსთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალი სამწლიანი პროგრამით ნაკისრ ვალდებულებასაც წარმოადგენს.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი