სუვერენული საკრედიტო რეიტინგი (ინგლისურად Sovereign Credit Rating) არის ქვეყნის შეფასება, თუ რამდენად რისკიანია აღნიშნულ ქვეყანაში ინვესტირება ან რამდენად რისკიანია ამ ქვეყნის რეზიდენტებზე ფულის სესხება, როგორც მთავრობაზე, ასევე კერძო სექტორზე. საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე ხელმისაწვდომობისათვის, ქვეყნებისთვის კარგი რეიტინგის ქონა უმნიშვნელოვანესია. რაც მეტია რეიტინგი, ქვეყანას უფრო ნაკლებ პროცენტში შეუძლია სესხის აღება, ინვესტორები კი ქვეყანაში ინვესტირების გადაწყვეტილებას უფრო იოლად იღებენ, უფრო ნაკლები მოგების ნორმას ჯერდებიან.
ქვეყნების საკრედიტო რეიტინგის შეფასებისას ისეთი სააგენტოები, როგორიც არის S&P Global-ი, Fitch-ი თუ Moody's-ი უყურებენ ქვეყნის სრულ მაკროეკონომიკურ და ფისკალურ ჩარჩოს, ბიუჯეტის შემოსავლებსა და ხარჯებს, ვალის და დეფიციტის დონეს, ქვეყნის ვალუტისა და ინფლაციის დონის სტაბილურობას, ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის საკითხს, პოლიტიკურ თუ ბუნებრივი კატაკლიზმების რისკებს, ქვეყნის საგაგადასახდელო ბალანსს, დემოკრატიის ხარისხს და კიდევ სხვა მრავალ ფაქტორს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის გადახდისუნარიანობასთან არის დაკავშირებული.
საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოები შემდგომ ქვეყნებს ორ ძირითად ჯგუფად ალაგებენ, ესენია საინვესტიციო და არასაინვესტიციო ხარისხის მქონე რეიტინგების მქონე ქვეყნები. "საინვესტიციო" კატეგორიას განეკუთვნება ყველა შეფასება, რომელიც AAA-დან BBB+მდეა, ხოლო მის ქვემოთ არსებულ შეფასებას "სპეკულატიური" ხარისხის რეიტინგი ეწოდება. საქართველოს საკრედიტო რეიტინგი სწორედ სპეკულატიური რეიტინგის ზონაშია და BB -ს შეადგენს. თუკი ქვეყნის რეიტინგი ორი საფეხურით გაუმჯობესდება, ის BBB მინუსზე გადაინაცვლებს და საქართველოს რეიტინგი საინვესტიციო ხარისხის გახდება. თუმცა, იქიდან გამომდინარე რომ რეიტინგის ბოლო გაუმჯობესებას დაახლოებიტ ცხრა წელი დასჭირდა, საინვესტიციო კატეგორიის რეიტინგის მიღება არც თუ ისე ახლო პერსპექტივის საკითხს წარმოადგენს.
ამჟამად ყველაზე მაღალი AAA კატეგორიის საკრედიტო რეიტინგები აქვთ ისეთ ქვეყნებს როგორიცაა ავსტრალია, ლუქსემბურგი, დანია, შვეიცარია, ნორვეგია, სინგაპური და ნიდერლანდები. ერთი საფეხურით უფრო დაბალია აშშ-ის, საფრანგეთის თუ ბელგიის მაჩვენებელი, ხოლო ყველაზე დაბალი საკრედიტო რეიტინგი აქვთ ქვეყნებს, რომლებშიც სიღარიბე, კორუფცია, ცუდი მმართველობა, მაღალი ინფლაცია თუ მიმდინარე ომები დეფოლტის რისკებს წარმოშობს.
მსოფლიოს ქვეყნების საკრედიტო რეიტინგები:
ქვეყანა: |
S&P Global |
Moody's |
Fitch |
ავსტრალია | AAA | Aaa | AAA |
კანადა | AAA | Aaa | AA+ |
დანია | AAA | Aaa | AAA |
გერმანია | AAA | Aaa | AAA |
ლიხტენშტეინი | AAA | n.r. | n.r. |
ლუქსემბურგი | AAA | Aaa | AAA |
ნიდერლანდები | AAA | Aaa | AAA |
ნორვეგია | AAA | Aaa | AAA |
სინგაპური | AAA | Aaa | AAA |
შვედეთი | AAA | Aaa | AAA |
შვეიცარია | AAA | Aaa | AAA |
ავსტრია | AA+ | Aa1 | AA+ |
ფინეთი | AA+ | Aa1 | AA+ |
ჰონგ კონგი | AA+ | Aa3 | AA- |
Ახალი ზელანდია | AA+ | Aaa | AA+ |
შეერთებული შტატები | AA+ | Aaa | AA+ |
ბელგია | AA | Aa3 | AA- |
საფრანგეთი | AA | Aa2 | AA |
სამხრეთ კორეა | AA | Aa2 | AA- |
ყატარი | AA | Aa3 | AA- |
ტაივანი | AA | Aa3 | AA |
არაბთა გაერთიანებული საამიროები | AA | Aa2 | AA- |
გაერთიანებული სამეფო | AA | Aa3 | AA- |
ჩეხეთის რესპუბლიკა | AA- | Aa3 | AA- |
ესტონეთი | AA- | A1 | AA- |
ირლანდია | AA- | A3 | AA- |
ისრაელი | AA- | A1 | A+ |
სლოვენია | AA- | A3 | A |
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა | A+ | A1 | A+ |
იაპონია | A+ | A1 | A |
ქუვეითი | A+ | A1 | AA- |
ლატვია | A+ | A3 | A- |
ლიტვა | A+ | A2 | A |
სლოვაკეთი | A+ | A2 | A |
ჩილე | A | A2 | A- |
ისლანდია | A | A2 | A |
ესპანეთი | A | Baa1 | A- |
მალაიზია | A- | A3 | BBB+ |
მალტა | A- | A2 | A+ |
პოლონეთი | A- | A2 | A- |
საუდის არაბეთი | A- | A1 | A+ |
ანდორა | BBB+ | Baa2 | A- |
ბოტსვანა | BBB+ | A3 | n.r. |
ხორვატია | BBB+ | Baa2 | BBB+ |
ფილიპინები | BBB+ | Baa2 | BBB |
ტაილანდი | BBB+ | Baa1 | BBB+ |
ბულგარეთი | BBB | Baa1 | BBB |
კვიპროსი | BBB | Baa2 | BBB |
ინდონეზია | BBB | Baa2 | BBB |
იტალია | BBB | Baa3 | BBB |
მექსიკა | BBB | Baa2 | BBB- |
პანამა | BBB | Baa2 | BBB- |
პერუს | BBB | Baa1 | BBB |
პორტუგალია | BBB | Baa2 | A- |
ურუგვაი | BBB | Baa2 | BBB |
უნგრეთი | BBB- | Baa2 | BBB |
ინდოეთი | BBB- | Baa3 | BBB- |
ყაზახეთი | BBB- | Baa2 | BBB |
რუმინეთი | BBB- | Baa3 | BBB- |
ტრინიდადი და ტობაგო | BBB- | Ba2 | n.r. |
აზერბაიჯანი | BB+ | Ba1 | BB+ |
კოლუმბია | BB+ | Baa2 | BB+ |
საბერძნეთი | BB+ | Ba1 | BB+ |
მაროკო | BB+ | Ba1 | BB+ |
ომანი | BB+ | Ba2 | BB+ |
სერბეთი | BB+ | Ba2 | BB+ |
ვიეტნამი | BB+ | Ba2 | BB |
დომინიკის რესპუბლიკა | BB | Ba3 | BB- |
საქართველო | BB | Ba2 | BB |
გვატემალა | BB | Ba1 | BB |
პარაგვაი | BB | Ba1 | BB+ |
სომხეთი | BB- | Ba3 | B+ |
ბანგლადეში | BB- | B1 | BB- |
ბრაზილია | BB- | Ba2 | BB |
კოტ დ'იუვარი | BB- | Ba3 | BB- |
ჰონდურასი | BB- | B1 | n.r. |
იამაიკა | BB- | B2 | B+ |
ჩრდილოეთ მაკედონია | BB- | n.r. | BB+ |
სამხრეთ აფრიკა | BB- | Ba2 | BB- |
უზბეკეთი | BB- | Ba3 | BB- |
ალბანეთი | B+ | B1 | n.r. |
ბაჰამის კუნძულები | B+ | B1 | n.r. |
ბაჰრეინი | B+ | B2 | B+ |
ბენინი | B+ | B1 | B+ |
ბოსნია და ჰერცოგოვინა | B+ | B3 | n.r. |
ფიჯი | B+ | B1 | n.r. |
იორდანია | B+ | B1 | BB- |
რუანდა | B+ | B2 | B+ |
სენეგალი | B+ | Ba3 | n.r. |
კოსტა - რიკა | B | B2 | BB- |
ეგვიპტე | B | Caa1 | B+ |
კენია | B | B3 | B |
მონღოლეთი | B | B3 | B |
მონტენეგრო | B | B1 | n.r. |
ნიკარაგუა | B | B3 | B- |
ტოგო | B | B3 | n.r. |
თურქეთი | B | B3 | B |
უგანდა | B | B2 | B+ |
ანგოლა | B- | B3 | B- |
ბარბადოსი | B- | B3 | B |
ბელიზი | B- | Caa2 | n.r. |
ბოლივია | B- | Caa1 | B- |
კაბო ვერდე | B- | n.r. | B- |
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა | B- | B3 | n.r. |
ეკვადორი | B- | Caa3 | CCC+ |
ერაყი | B- | Caa1 | B- |
ნიგერია | B- | Caa1 | B- |
პაპუა ახალი გვინეა | B- | B2 | n.r. |
ტაჯიკეთი | B- | B3 | n.r. |
ბურკინა ფასო | CCC+ | n.r. | n.r. |
კონგოს რესპუბლიკა | CCC+ | B3 | CCC |
ელ სალვადორი | CCC+ | Caa3 | CC |
მოზამბიკი | CCC+ | Caa2 | CCC |
პაკისტანი | CCC+ | Caa3 | CCC |
ეთიოპია | CCC | Caa3 | CCC- |
სურინამი | CCC | Caa3 | RD |
უკრაინა | CCC | Ca | CC |
არგენტინა | CCC- | Ca | CC |
რუსეთი | r.w. | Ca | C |
ბელარუსი | SD | Ca | RD |
კამერუნი | SD | Caa1 | B |
განა | SD | Ca | RD |
გრენადა | SD | n.r. | n.r. |
შრი ლანკა | SD | Ca | RD |
ზამბია | SD | Ca | RD |
ლიბანი | D | C | RD |
(ქვეყნები დალაგებულია S&P Global-ის შეფასების სკალით)