მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო შავ ზღვაზე ახალი საბორნე ტერმინალის მშენებლობას განიხილავს - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

62506e9330fb2
BM.GE
08.04.22 23:45
2048
საქართველო შავ ზღვაზე ახალი საბორნე ტერმინალის მშენებლობას განიხილავს და ამ მიზნით 3 პოტენციური მიწის ნაკვეთის კვლევას განახორციელებს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ახალი საბორნე ტერმინალის საჭიროების კვლევა 2022 წელს არის დაგეგმილი. პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 850 000 დოლარს შეადგენს, ხანგრძლივობა - 9 თვეს.

„გამოიკვეთა ახალი საბორნე ტერმინალის მშენებლობის აუცილებლობა, რომელიც დაკავშირებული იქნება როგორც სარკინიგზო, ასევე სახმელეთო მაგისტრალთან, ხოლო საბორნე ტერმინალთან არსებული წყლის სიღრმე შესაძლებელს გახდის საბორნე მიმოსვლის განთავისუფლებას სალოცმანო თუ ბუქსირის მომსახურებისგან. ბათუმისა და ფოთის პორტების სარგებლობაში/საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე ვერ ხორციელდება შესაბამისი საბორნე ტერმინალის მოწყობა და შესაბამისად, მოძიებულ იქნა 3 მიწის ნაკვეთი, სადაც არსებობს საბორნე ტერმინალის განვითარების შესაძლებლობა“, - ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2021 წლის ანგარიშში.

შავ ზღვაზე საბორნე მიმოსვლის გააქტიურების აუცილებლობაზე წლებია საუბრობს ბიზნესი. კერძო სექტორში აცხადებენ, რომ ამ გზით შავი ზღვის ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები გაღრმავდება და ტრანსპორტირება საქართველოსა და ევროკავშირის შორის გამარტივდება. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ფოთსა და რუმინულ კონსტანცას დაკავშირებაზე. ამ ორ პორტს შორის საბორნე გადასასვლელის მოწყობით დაინტერესებულია კომპანია „პონტოს მერითაიმ კონსალტინგი“.