მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-უკრაინა: TOP-10 ექსპორტიორი და იმპორტიორი კომპანია

6229cc708c4e4
თელარა გელანტია
12.03.22 03:05
2873
უკრაინა, სადაც უკვე ორი კვირაა ომია, საქართველოს რიგით მე-6 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2021 წელს $759 მილიონი დოლარი იყო. აქედან საქართველოს ექსპორტი $307 მილიონი (რიგით მე-5 საექსპორტო ქვეყანა), იმპორტი კი $451 მილიონი იყო, რაც უკრაინას, იმპორტის მხრივ, საქართველოს რიგით მე-8 უმსხვილეს პარტნიორად აქცევს.

უკრაინაში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი მსუბუქი ავტომობილები იყო, 2021 წელს უკრაინაში ექსპორტზე საქართველოდან 13,500 ავტომობილი გავიდა, რომელთა საერთო ღირებულება 88 მილიონ დოლარს შეადგენდა. უკრაინაში საქართველოს მეორე უმსხვილესი საქონელი სპირტიანი სასმელებია, რომლის ექსპორტიც $43 მილიონი დოლარი იყო.
რაც შეეხება უკრაინიდან იმპორტს, უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი არის თამბაქოს ნაწარმი, რადგანაც თამბაქოს საერთაშორისო კომპანიების ნაწილი საქართველოს თამბაქოთი სწორედ უკრაინიდან ამარაგებენ. იმპორტში მეორე ადგილზეა ფოლადი, მესამეზე კი მედიკამენტები.

BM.ge-მ საქსტატიდან იმ კომპანიების სია გამოითხოვა, ვინც საქართველოდან უკრაინაში ექსპორტს ახორციელებს და ასევე, უკრაინიდან იმპორტითაა დაკავებული.

TOP-10 ექსპორტიორი კომპანია:

1. შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა
2. შპს კავკასიის ავტოიმპორტი
3. შპს ალკოჰოლური სასმელების ქარხანა
4. შპს ჯორჯიან მანგანეზი
5. შპს ფირმა ჭელი
6. შპს ლეგომეტალ
7. შპს აიდიეს ბორჯომი საქართველო
8. სს რუსთავის აზოტი
9. შპს გრინნეტ სსკ
10. შპს CAUCASIAN ALCO

TOP-10 იმპორტიორი კომპანია:

1. სს თ & რ დისტრიბუშენ
2. შპს ვიმ-ბილ-დან საქართველო
3. შპს ელიზი ჯგუფი
4. შპს ჯი არ სი
5. შპს კავკას მეტალი
6. შპს როშენ ჯორჯია
7. შპს ფილიპ მორის საქართველო
8. შპს მონდელიზ საქართველო
9. შპს ჯეი თი აი კავკასუს
10. შპს უნივერსალ თრეიდინგ.

შენიშვნა: იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

უკრაინაში ომის გათვალისწინებით, როგორ აგრძელებენ საქმიანობას ექსპორტიორები და იმპორტიორები, ამის თაობაზე BM.ge კომპანიებსაც დაუკავშირდება.