მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ჩირის ექსპორტი შემცირდა - TOP-10 კომპანია, რომელიც ხმელ ხილს ყიდის

6458a0e97fed7
ვიქტორია მღებრიშვილი
08.05.23 22:30
837
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ჩირის ექსპორტი შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-მარტში ქვეყნიდან სხვადასხვა მიმართულებით მხოლოდ 774 ათასი დოლარის ღირებულების 200 ტონა ხმელი ხილი გაიყიდა, რაც გასულ წელს რეალიზებული საქონლის ღირებულებას 52.7%-ით, ხოლო მოცულობით 71.9%-ით ჩამორჩება.

საქტატიდან მიღებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, ხმელი ხილის ექსპორტში ისეთი საქონელი შედის, როგორიცაა ხმელი ქოქოსის კაკალი, ხმელი ბანანები, პლანტაინების ჩათვლით, ხმელი ფინიკი, ლეღვი, ანანასი, ავოკადო, გუაიავა, მანგო და მანგოსტანი, ანუ გარცინია, ხმელი ციტრუსები, ხმელი ყურძენი, გარგარი, შავქლიავი, ვაშლი, ატამი, ნექტარინები, მსხალი, პაპაია, ტამარინდი, ანაკარდია, ანუ აკაჟუ, ლიჩი, ჯეკფრუტი, ანუ პურის ხის ნაყოფი, საპოდილა, პასიფლორა, კარამბოლა და პიტაია, ასევე ხმელი ასკილი, კოწახური და სხვა საქონელი.

საქონლის ექსპორტის კლებასთან ერთად, 2023 წლის პირველ კვარტალში შემცირდა სარეალიზაციო ქვეყნების ჩამონათვალიც. საქართველოსთვის ხმელი ხილის მთავარი ბაზარი გერმანიაა. ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:

1. გერმანია - 282 ათასი დოლარი, 65.7 ტონა;
2. რუსეთი - 262 ათასი დოლარი, 84.4 ტონა;
3. ლატვია - 76 ათასი დოლარი, 3.9 ტონა;
4. საფრანგეთი - 72 ათასი დოლარი, 19.8 ტონა;
5. ლიეტუვა - 59 ათასი დოლარი, 9.6 ტონა;
6. უკრაინა - 7 ათასი დოლარი, 3 ტონა;
7. სომხეთი - 6 ათასი დოლარი, 12.7 ტონა;

დანარჩენი ქვეყნები 6.3 ათასი დოლარი, 0.7 ტონა.

ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოდან აღნიშნული დასახელების ხმელი ხილის ექსპორტიორი კომპანიების ჩამონათვალი კი ასეთია: იმ ბორის ხარჩენკო; შპს G&I group; შპს აგრო თრეიდ ჯორჯია; შპს გემუანი; შპს გეოფერტ; შპს გეო-ფლაუერი; შპს კერკი; შპს ნომა; შპს ფარკონი; შპს ქარელის ხილი.