მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ ყიდულობს და ყიდის ავტომობილებს? – ექსპორტიორი და იმპორტიორი კომპანიების TOP-10-ეულები

6455166ad4973
ვიქტორია მღებრიშვილი
05.05.23 18:56
2464
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო საქონელი მსუბუქი ავტომობილებია. გასულ წელს მსუბუქი ავტომობილების იმპორტი რეკორდულად გაიზარდა და 1 მილიარდ 619 მილიონი დოლარი შეადგინა. 2021 წელთან შედარებით შარშან ეს რიცხვი 73.1%-ით იყო გაზრდილი. ექსპორტის შემთხვევაში, ქვეყნიდან რეალიზებული ამ დასახელების საქონელი დიდწილად რეექსპორტს წარმოადგენდა და ეს რიცხვი გასულ წელს გაორმაგებული იყო. შესაბამისად, ქვეყნიდან 903 მლნ დოლარის ავტომობილები გავიდა.

მსუბუქი ავტომობილების იმპორტისა და ექსპორტის დადებითი დინამიკა 2023 წლის პირველ კვარტალშიც შენარჩუნდა. წელს, 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით იმპორტირებული საქონლის ღირებულება 82.4%-ით 474.5 მლნ დოლარამდე გაიზარდა, ექსპორტი კი 333.9%-ით 411.7 მლნ დოლარამდე.

უფრო მეტიც, მსუბუქი ავტომობილების მზარდმა რეექსპორტმა, პირველ კვარტალში საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზრების გეოგრაფიაც შეცვალა და უმსხვილეს მიმართულებებს შორის ისეთი ქვეყნები წამოსწია, როგორებიცაა ყაზახეთი და ყირგიზეთი. მიმდინარე წლის იანვარ- მარტში ავტომობილების მთავარი საექსპორტო ბაზრები იყო :

1. აზერბაიჯანი - 99.6 მლნ დოლარი;
2. სომხეთი - 87.2 მლნ დოლარი;
3. ყაზახეთი - 87.1 მლნ დოლარი;
4. ყირგიზეთი - 87.1 მლნ დოლარი;
5. რუსეთი - 21.6 მლნ დოლარი.

BM.GE-მ საქსტატიდან იმ კომპანიების ჩამონათვალი გამოითხოვა, რომლებიც 2023 წლის პირველ კვარტალში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტით იყვნენ დაკავებულნი. TOP-10 ექსპორტიორი კომპანიის ჩამონათვალი ასეთია: იმ რახილ კიალბიევ; შპს ბი თუ ბი; შპს ენტერფრაისი; შპს იას ინტერნეიშენელ აუტო სეილეს; შპს კავკასიის ავტოიმპორტი; შპს მეტაპროქს; შპს სითი ემ; შპს ტოიოტა კავკასია; შპს ქარექსპრესსი; შპს ჰანდლერ კორპორეიშენ.
შენიშვნა: ექსპორტიორი კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

რაც შეეხება იმას თუ საიდან და ვის შემოჰქონდა ავტომობილები მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, როგორც აღვნიშნეთ ამ პერიოდში ქვეყანაში 474.5 მლნ დოლარის ავტომობილების იმპორტი განხორციელდა და ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილს აშშ იკავებდა. TOP-5 ქვეყნის ჩამონათვალი კი ასეთია:

1. აშშ - 236.9 მლნ დოლარი;
2. იაპონია - 78.6 მლნ დოლარი;
3. გერმანია - 54.5 მლნ დოლარი;
4. თურქეთი - 26.9 მლნ დოლარი;
5. უკრაინა - 12 მლნ დოლარი.

ამ პერიოდში მსუბუქი ავტომობილების იმპორტიორი TOP-10 კომპანიის ჩამონათვალი ასეთია: სს ჰიუნდაი ავტო საქართველო; შპს აკა; შპს ელ თი; შპს თეგეტა პრემიუმ ვიიქელს; შპს კავკასიის ავტოიმპორტი; შპს ტოიოტა კავკასია; შპს ტოიოტა ცენტრი თბილისი; შპს ტოიოტა ცენტრი თეგეტა; შპს ქარექსპრესსი; შპს ჯი-თი მოტორს.

შენიშვნა: იმპორტიორი კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები