მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ექსპორტზე $17 მლნ-ის მწვანილი გავიდა - ძირითადი ბაზრები

5e184e9076132
თელარა გელანტია
10.01.20 17:27
4025

2019 წლის 11 თვეში საქართველოდან ექსპორტზე  $17 მლნ-ის მწვანილი გავიდა. 

ამის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია bm.ge-მ საქსტატიდან გამოითხოვა. 

როგორც ირკვევა, მწვანილების კატეგორიიდან საექსპორტო ბაზრებზე ყველაზე მოთხოვნადი ნიახურია, რომლის ექსპორტმა 13.8 მლნ დოლარი შეადგინა (11 ტონა). ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: სომხეთი ($6.9 მლნ) აზერბაიჯანი ($5.8 მლნ) და რუსეთი ($1.2 მლნ).

სტატისტიკის მიხედვითვე, გასული წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტზე 1,971 ტონა ცერეცოს ექსპორტი განხორციელდა, საიდანაც ქვეყანამ 2 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ქართული ცერეცოს მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია ($1.1 მლნ). მცირე რაოდენობით ცერეცო ექსპორტზე გადის უკრაინაში, რუმინეთში, საბერძნეთში, ბულგარეთში, აზერბაჯანში და ა.შ.

გარდა ამისა, საქსტატის თანახად, საანგარიშო პერიოდში 1,283 ტონა გაცივებული ბოსტნეული (მწვანილები) გავიდა ექსპორტზე, საერთო ღირებულებით 1.1 მლნ დოლარი. ამ შემთხვევაშიც ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთია ($701 ათასი).

საქართველოდან მწვანილის ექსპორტიორ კომპანიებს შორისაა: შპს GEO-GREEN, შპს FRUITILIA, შპს „აგრო ექსპორტი“, შპს "GEO GROUP", შპს არომაპროდუქტი, შპს „ჰერბია“ და ა.შ.