მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ 613 ათასი დოლარის ღირებულების მანდარინის ექსპორტი განახორციელა

6193890dbffca
BM.GE
16.11.21 14:36
618
2021 წლის 1 სექტემბრიდან 14 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 1,491 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 613 ათასი დოლარი შეადგინა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 166%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 149%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

უწყების ცნობით, 2021 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა სომხეთში (820 ტონა), რუსეთში (526 ტონა), უკრაინასა (135 ტონა) და სლოვენიაში (10 ტონა).