მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველომ უზარმაზარ პროგრესს მიაღწია და გასაკეთებელი კიდევ ბევრია" - აშშ-ის ახალი ელჩი

5e31db0060c0d
BM.GE
29.01.20 23:15
936
მოუთმენლად ველოდები, დავეხმარო საქართველოს, საელჩოს გუნდთან და ვაშინგტონთან ერთად, - ეს კომენტარი აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გააკეთა.

„გამარჯობა, მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა, ჩამოვედი. ჩემთვის პატივია, ვიმსახურო აშშ-ის ელჩად საქართველოში და მოუთმენლად ველოდები იმ პარტნიორობის გაგრძელებას, რომელიც ამერიკასა და საქართველოს აქვთ, თითქმის 30 წლის განმავლობაში, ჩვენ ვმუშაობდით, რომ დავხმარებოდით საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების მშენებლობაში, ეკონომიკის დივერსიფიცირებაში, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებაში და, რა თქმა უნდა, საქართველოს უნარის გაძლიერებაში, დაიცვას საკუთარი საზღვრები და მოქალაქეები. ვფიქრობ, საქართველომ მიაღწია უზარმაზარ პროგრესს ბოლო წლებში და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. მოუთმენლად ველოდები, დავეხმარო საქართველოს, ჩემს გუნდთან და ვაშინგტონთან ერთად, რომ მიაღწიოს თავის ხედვას, რომელიც სტაბილურ, აყვავებულ და უსაფრთხო საქართველოს გულისხმობს. დიდი მადლობა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, კელი დეგნანი საქართველოში დღეს ჩამოფრინდა.