22 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 962 165 აცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 675 978 ადამიანი ანუ მოზრდილი მოსახლეობის 23.7%, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 286 187 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 10%-ს შეადგენს.
ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამში 23 303 ადამიანი აიცრა.