მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან 6-ის ექსპორტი შემცირებულია

5f3cd31c39cf3
შოთა ტყეშელაშვილი
19.08.20 11:19
1493

COVID-19-ის კრიზისის შედეგად, საქართველოს ექსპორტი 16.8%-ით შემცირდა და $1,76 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. საქსტატის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან 6-ის ექსპორტი შემცირებულია. მათ შორის ყველაზე მკვეთრი ვარდნა შეიმჩნევა ავტომობილების ექსპორტში (-42.2%) და ფარმაცევტული პროდუქტების ექსპორტში (57.7%). 

2020 წლის პირველ 7 თვეში საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგი:



1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $391.3 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 7.5%;



2. მსუბუქი ავტომობილები - $198.5 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან  -42.2%;



3. ფეროშენადნობები - $130 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -33.5%;



4. ყურძნის ნატურალური ღვინოები  - $107.3 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან  -5.6%;



5. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $70.3 (წინა წელს ამ საქონლის ექსპორტი არ დაფიქსირებულა);



6. სპირტიანი სასმელები - $64 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 10%;



7. მინერალური და მტკნარი წყლები - $59.5 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -22.9%;



8. სამკურნალო საშუალებები - $52.8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან  -57.7%;


9 აზოტოვანი სასუქები - $52 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -9.6%



10. ოქრო - $50.8 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 29.4%;



11 დანარჩენი საქონელი – სულ  $581 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან   -21.3%.

ჯამურად, იანვარ-ივნისში საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ $6 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 17.6%-ით ნაკლებია. აქედან ექსპორტი $1.76 მილიარდი (16.8%-ით ნაკლები), იმპორტი კი $4.27 მილიარდი იყო (17.9%-ით ნაკლები).