16.ივნისი .2020 18:33

საქართველოს აეროპორტები COVID-19-გან დაზარალებულთა სიაში არ მოხვდნენ - რატომ?

views 487
უკან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ხელმძღვანელის თამარ არჩუაძის თქმით, საქართველოს აეროპორტები EASA-ს COVID-19-გან დაზარალებული ქვეყნების აეროპორტების ჩამონათვალში არ არის, რადგანაც ქვეყანა ეპიდემიოლოგიურად მაღალი რისკის მქონე ქვეყნად მიჩნეული არ არის.

ონლაინ კონფერენციაზე კონფერენციაზე თამარ არჩუაძემ აეროპორტების მზაობასა და მოსალოდნელ პროცედურებზე ისაუბრა. ონლაინ კონფერენცია Welcome to Georgia-ს ორგანიზებით გაიმართა.

"საქართველოს აეროპორტები EASA-ს COVID-19-გან დაზარალებული ქვეყნების აეროპორტების ჩამონათვალში არ არის, რადგანაც ქვეყანა ეპიდემიოლოგიურად მაღალი რისკის მქონე ქვეყნად მიჩნეული არ არის. აღსანიშნავია, რომ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ EASA-მ პანდემიისგან დაზარალებული ქვეყნების აეროპორტების სია თხუთმეტჯერ განაახლა და საქართველო იქ არც ერთხელ არ მოხვდა. ჩვენთვის მგზავრთა ჯანმრთელობის უსაფრთხებაზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესია და ამიტომ დიდ ყურადღებას ვუთმობთ დეზინფექციას. გარდა მიმდინარე სადენზინფექციო სამუშაოებისა, აეროპორტებში განთავსებულია დამატებითი სადეზინფეციო სითხეები. აეროპორტების დალაგება მიმდინარეობს უფრო ინტენსიურ რეჟიმში. აეროპორტები ყოველთვის იყო ხალხმრავალი ადგილი და შესაბამისად, როდესაც ჩვენ როგორც ინდუსტრია ვამბობთ, რომ ტერმინს "დალაგება" - ეს გულისხმობს დალაგებას სპეციალური სითხეებით. დეზინფექცია და სადენზინფექციო ხსნარები ჩვენთვის არის ყოველდღიური გამოყენების და ყოველდღიური დალაგებაც სწორედ ამ პროცესს მოიცავს“, - განაცხადა არჩუაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) პანდემიისგან დაზარალებული ქვეყნების აეროპორტების ჩამონათვალი განაახლა. ევროპის საავიაციო ხელისუფლება ავიაკომპანიებს მოუწოდებს მიიღონ დამატებითი ღონისძიებები და გააძლიერონ სანიტარულ-ჰიგიენური ზომები COVID 19-ის რისკების შესამცირებლად.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა