მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს დერეფანში ტრაილერების რაოდენობა 38%-ით გაიზრდა - რა შემოსავალი მიიღო ქვეყანამ?

644155430903c
ნინო ტაბატაძე
21.04.23 00:00
3240
მარტში საქართველოს დერეფანში სატრანზიტო ტრაილერების რაოდენობა გაიზარდა. გასულ თვეში საქართველოს გზებით 44 428 სატრანზიტო ტრაილერმა ისარგებლა. მათ მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხა 15.5 მლნ ლარია.

გზათსარგებლობის საფასური / 2023 წლის იანვარ-მარტი

იანვარი 12 041 350 ლარი / 34 404 სატრანზიტო ტრაილერი
თებერვალი - 11 970 002 ლარი / 34 200 სატრანზიტო ტრაილერი
მარტი - 15 549 710 ლარი / 44 428 სატრანზიტო ტრაილერი

2023 წლის I კვარტალში საქართველოს დერეფანით 113 032 სატრანზიტო სატვირთომ ისარგებლა. მათ მიერ ბიუჯეტში გზათსარგებლობისთვის გადახდილი თანხა 39.56 მლნ ლარია.

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, წლიურად, დერეფანში ტრაილერების რაოდენობა 37.8%-ით, მიღებული შემოსავალი კი, 141%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები