26.ივნისი .2022 12:00

საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა კიდევ გაიზრდება - თამარ იოსელიანი

საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა კიდევ გაიზრდება - თამარ იოსელიანი
views 1194
უკან

რუსეთ-უკრაინის ომისა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა საგრძნობლად გაზრდილია. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა " საქმის კურსში" თქვა, რომ ზრდას მომავალშიც ელიან. 

„ჩრდილოეთ კორიდორი ფაქტობრივად მთლიანად დახურულია და შესაბამისად ჩვენ კორიდორზეა დიდი დაწოლა. 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით არის გაზრდილი. ასევე, 2022 წლის თებერვლიდან საქართველოს ნავსადგურებში, მაგალითად ბათუმს თუ ავიღებთ, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ნაყარი ტვირთის სახეობები, კონკრეტულად კი - მადნეული და მინერალური სასუქები. რაც შეეხება გამავალ ნავთობს, საანგარიშო პერიოდში 14%-ით არის შემცირებული (5 თვის მონაცემებით) და კლების მიზეზი ტერმინალების შეჩერებაა.

ფოთს, რაც შეეხება, მის ნავსადგურში, 5 თვეში, შარშანდელთან შედარებით, ნაყარ ტვირთებზე 15%-იანი მატება შეინიშნება, რაც კონტეინერებზე გაზრდილი ტარიფით არის გამოწვეული.

სამომავლოდ ფოთის ნავსადგურში მოსალოდნელია სასუქების გადაზიდვის ზრდა. ხოლო ნავთობის მხრივ, როგორც ფოთში, ასევე ბათუმში მატებას ველოდებით.

გემების შემოსვლას, რაც შეეხება ჩვენს ნავსადგურში, 5 თვის, მონაცემებით დაახლოებით 4%-ით არის გაზრდილი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 34%-ით არის გაზრდილი "ბალკერის" ტიპის გემების რაოდენობა, რომლებიც მეტ დროს საჭიროებენ ნავსადგურში დაცლა-დატვირთვის ოპერაციებისთვის. ამასთან, ფოთში გემების გენერალური ტვირთების რაოდენობა 13%-ით არის გაზრდილი", - განაცხადა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა