მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ელჩებმა ქვეყანას სავაჭრო პარტნიორები უნდა მოუძებნონ - ივა ჭყონია

6231b6321a95d
მარიამ იზორია
16.03.22 15:13
1041
"საქართველოს ელჩებმა ქვეყანას სავაჭრო პარტნიორები უნდა მოუძებნონ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ რუსეთ-უკრაინის ომის საქართველოს ეკონომიკასა და სოციალურ მდგომარეობაზე შესაძლო გავლენის კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, ქართველი მეწარმეები რუსეთისა და უკრაინის ბაზრებზე 90%-ით არიან დამოკიდებულები, მცირე დროში კი ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიება საკმაოდ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამასთან, ივა ჭყონიას აზრით, გარდა ექსპორტისა, პრობლემა იქნება იმპორტის ნაწილში, რადგან საქართველო ამ მიმართულებითაც, ძირითადად, რუსეთსა და უკრაინაზეა დამოკიდებული.

"ევროკავშირის ბაზარზე გადაწყობა ძალიან დაგვიანებულია, იმ პირობებში, რომ ფერმერები მოსავალს რამდენიმე თვეში ელოდებიან ჩვენ კი, 90%-ით რუსეთისა და უკრაინის ბაზრებზე ვართ დამოკიდებული. საკმაოდ მძიმე პერიოდი გველოდება; ახლა საქართველოს თითოეული ელჩი, რომლებიც სხვდასხვა ქვეყანაში არიან, საქართველოსთვის სავაჭრო პარტნიორების მოძიებაში უნდა იყვნენ ჩართულები; ეს არ უნდა მოხდეს ხვალ, მათ ამაზე ფიქრი დღესვე უნდა დაიწყონ. დგას იმპორტის პრობლემაც - ზეთის, ბურღულეულის, ხორბალის, ფქვილის, ძირითადი მომწოდებლები უკრაინა და რუსეთი არიან. ეს ყველა პრობლემა საბოლოოდ მომხმარებელზე აისახება.

იმისათვის, რომ მომხმარებელს პროდუქტი არ გაუძვირდეს რამდენიმე რეკომენდაცია გვაქვს, რომლებიც სახელმწიფოს, მათ შორის ელჩებს, შევთავაზეთ. მათ შორისაა საშემოსავლო და დღგ-ის გადასახადების, ასევე აქციზის განაკვეთის შემცირება, რაც არაერთმა ევროპულმა ქვეყანამ, ასევე თურქეთმაც პანდემიის პერიოდში გააკეთა“, - ამბობს ივა ჭყონია.