მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს EU-ში გაწევრიანების კითხვარი ოფიციალურად გადაეცა

625409bc32387
მარიამ ვარადაშვილი
11.04.22 15:10
• 910
საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი დღეს გადაეცა.

კითხვარი საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ გადასცა. მისი თქმით, მოუთმენლად ელიან მუშაობის დაწყებას კითხვარის პროცედურასთან დაკავშირებით.

“საქართველოს ევროპული მომავალი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია. ჩვენ ახლავე ვიწყებთ მუშაობას ამ კითხვარზე. დიდი მადლობა და მოუთმელნად ველით საქართველომ ამ გზაზე წარმატებით გაიაროს”, - ამბობს დარჩიაშვილი.

3 მარტს საქართველომ ევროკავშირს ბლოკში გაწევრიანების თაობაზე ოფიციალური განაცხადით მიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები