საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი დღეს გადაეცა.
კითხვარი საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ გადასცა. მისი თქმით, მოუთმენლად ელიან მუშაობის დაწყებას კითხვარის პროცედურასთან დაკავშირებით.
“საქართველოს ევროპული მომავალი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია. ჩვენ ახლავე ვიწყებთ მუშაობას ამ კითხვარზე. დიდი მადლობა და მოუთმელნად ველით საქართველომ ამ გზაზე წარმატებით გაიაროს”, - ამბობს დარჩიაშვილი.
3 მარტს საქართველომ ევროკავშირს ბლოკში გაწევრიანების თაობაზე ოფიციალური განაცხადით მიმართა.
























