ბოლო დღეებია, ცალკეული მედიასაშუალებებით მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ეროვნული საფოსტო ოპერატორის, კომპანია „საქართველოს ფოსტის“ და მისი მენეჯმენტის დისკრედიტაციის მიზნით საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს, - ამის შესახებ “საქართველოს ფოსტის“ განცხადებაში წერია. ფოსტაში განმარტავენ, რომ კრიტიკის საფუძვლად აღებულია წმინდა სამეურნეო პროცესი, რომელსაც ადგილი ჰქონდა კომპანიის გორის ფილიალში და ის ამჟამად წარმატებით არის დასრულებული საუკეთესო შრომითი ურთიერთობის პრაქტიკის შესაბამისად.
„საქართველოს ფოსტა“ საქართველოს უმსხვილესი საფოსტო ოპერატორი და ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. ამავე დროს, კომპანია, პანდემიის გავრცელების პირველივე თვეებიდან, მუშაობს ექსტრემალურ რეჟიმში, რაც არაერთხელ აღნიშნულა იმავე მედია საშუალებების მეშვეობით. „საქართველოს ფოსტის“ თითოეულ თანამშრომელს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს პანდემიის გავრცელების პრევენციის მიმართულებით.
მაგალითად, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში „საქართველოს ფოსტამ“ მაღალ დონეზე გაართვა თავი მნიშვნელოვან ვალდებულებებს, მათ შორის, როგორიცაა, ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის მქონე, 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდების უზრუნველყოფა, სამედიცინო დანიშნულების საგნებისა და მედიკამენტების, სხვადასხვა საკვები პროდუქტების მიწოდება და სხვა.
„საქართველოს ფოსტა“, როგორც ეროვნული საფოსტო ოპერატორი, პანდემიის და მისგან განპირობებული დაბრკოლებების
მიუხედავად, დღესაც განსაკუთრებულ რეჟიმში აგრძელებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. მათ შორის, ახორციელებს მნიშვნელოვანი ინფორმაციის, დოკუმენტაციის, მედიკამენტების და პროდუქტის მიწოდება.
კომპანიის მენეჯმენტისთვის მნიშვნელოვანია, „საქართველოს ფოსტის“ თითოეული თანამშრომლის შრომითი უფლებები იყოს დაცული. ამავე დროს, კარგად გვესმის ის პასუხისმგებლობა, რომელიც „საქართველოს ფოსტას“, როგორც ეროვნულ საფოსტო ოპერატორს აქვს ქვეყნისა და საფოსტო მომსახურების ბენეფიციარებს შორის. ამდენად, კომპანიაში სამსახურებრივ უფლებამოვალეობებთან დაკავშირებული ყველა საკითხი წყდება საფოსტო სერვისის უწყვეტობის გათვალისწინებით. ასე მოხდა, გორის ფილიალის შემთხვევაშიც. კურიერების მიერ დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის შედეგად, დაზარლდა 3,000 - ზე მეტი მომხმარებელი, რომლებმაც გზავნილები დაგვიანებით მიიღეს, რაც დაუშვებელად მიგვაჩნია. ამასთანავე, „საქართველოს ფოსტას“ მიადგა რეპუტაციული და ფინანსური ზიანი.
აღსანიშნავია, რომ კურიერების მხრიდან არ მომხდარა „საქართველოს ფოსტის“ მენეჯმენტის, მათ შორის, გორის ფილიალის ხელმძღვანელობის ინფორმირება გაფიცვის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ყველას აქვს გაფიცვის უფლება, იგივე კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ გაფიცვის სურვილის შემთხვევაში წინასწარ უნდა მოხდეს დამსაქმებლის ინფორმირება საკუთარი განზრახვის შესახებ, რომ ამ ქმედებით ზიანი არ მიადგეს მომხმარებლებს. შედეგად, მოხდა საფოსტო სერვისებზე აბონენტების წვდომის შეწყვეტა. „საქართველოს ფოსტამ“ გაფიცვის უკანონობასთან დაკავშირებით სარჩელი შეტანილი იქნა სასამართლოში.
ამავე დროს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კომპანიასა და გაფიცული თანამშრომლებს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად კურიერებმა უკვე შეწყვიტეს გაფიცვა, დაუბრუნდნენ სამუშაო პროცესს და შესაბამისად გააგრძელეს მუშაობა „საქართველოს ფოსტასა“ და მათ შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე.
დღეს გორის ფილიალი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას, თუმცა „საქართველოს ფოსტას“ ცალკეული მიკერძოებული მედია საშუალებების გადაუმოწმებელი და ცალმხრივი ინფორმაციის გავრცელების შედეგად მიადგა რეპუტაციული ზიანი.
”საქართველოს ფოსტა“ იყო, არის და რჩება საქართველოს თითოეული მოქალაქის სამსახურში“, - ნათქვამია ფოსტის განცხადებაში.
(R)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის