მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზად ვართ, მაღაროები მაღაროელებს გადავცეთ მართვაში - „ჯორჯიან მანგანეზის“ პირობა

6494b4b0e70cb
თელარა გელანტია
23.06.23 00:52
2498
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში წერია, კომპანია მზადაა, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს, მაგრამ გარკვეული პირობით.

კომპანიის განცხადებას bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ჯორჯიან მანგანეზის“ არაერთი მცდელობისა და შეთავაზების მიუხედავად, რომ დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის შეთანხმება შემდგარიყო, თანამშრომელთა ნაწილმა პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართა.

კომპანიისთვის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვა და მათი უსაფრთხოება ჩვენი მთავარი ღირებულებაა. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია ეხმაურება მიმდინარე აქციებზე არაერთგზის გაჟღერებულ მოთხოვნას, რომ ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს გადაეცეთ.

ჩვენი მიზანია, შექმნილი კრიზისული სიტუაცია დროულად მოგვარდეს, შეწყდეს პროტესტის რადიკალური ფორმა, თანამშრომლები სამუშაო პროცესს დაუბრუნდნენ, აღდგეს ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების რიტმი.

ამისათვის კომპანია მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსესუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს“, - წერია განცხადებაში.

ჭიათურის მაღაროში დასაქმებული მუშები მე-18 დღეა პროტესტს მართავენ, აქედან 12 დღეა პროტესტის მონაწილეთა ნაწილი, 11 ადამიანი ჭათურაში შიმშილობს, ერთს პირი და ერთს თვალები აქვს ამოკერილი. პროტესტის ტალღამ 19 ივნისს ნაწილობრივ თბილისში გადმოინაცვლა, სადაც 21 ივნისს ოთხმა მაღაროელმა შიმშილი დაიწყო. აქციის გადმოტანა დედაქალაქში მას შემდეგ მოხდა, რაც პროტესტის მონაწილეების მხრიდან კომპანიების მიმართ წარდგენილი 14 მოთხოვნიდან კომპანიასთან შეთანხმება 13 პუნქტზე შედგა და კომპანია გარკვეული დათმობებისთვის მზად იყო, თუმცა მაღაროელებისთვის საკვანძო მოთხოვნის - ხელფასების 20%-ით ზრდის წინადადება, კომპანიამ არ დააკმაყოფილა და სახელფასო ანაზღაურების გაზრდა მხოლოდ 5%-ით შესთავაზა. როგორც პროტესტის მონაწილე მაღაროელები bm.ge-სთან აცხადებდნენ, აქციები მათი მოთხოვნის შესრულებამდე გაგრძელდება, რადგან დასაქმებულებს კომპანიის მიმართ იმის ნდობა არ აქვთ, რომ ხელფასის 5%-იანი ზრდის შემდეგ, "ჯორჯიან მანგანეზი" შესაძლებლობის შემთხვევაში დასაქმებულების ხელფასებს მომავალში გაზრდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები