11.მაისი .2022 19:05

„საქართველოს ფოსტა“ უკრაინის მიმართულებით ჰუმანიტარული ტვირთის უფასოდ გაგზავნას განაგრძობს ®

„საქართველოს ფოსტა“ უკრაინის მიმართულებით ჰუმანიტარული ტვირთის უფასოდ გაგზავნას განაგრძობს ®
views 525
უკან

„საქართველოს ფოსტა“ კვლავ განაგრძობს ჰუმანიტარული ტვირთის უფასოდ გაგზავნას უკრაინის მიმართულებით. ქვეყნის ყველა რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, გრძელდება ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება და „საქართველოს ფოსტის“ მიერ უკრაინაში გაგზავნა.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ „საქართველოს ფოსტამ“ 28 თებერვლიდან 1 მაისამდე მოქმედი კამპანიის ფარგლებში, რომელიც სერვისცენტრებიდან ფიზიკური პირების მიერ ჰუმანიტარული ამანათების გაგზავნას ითვალისწინებდა, უკრაინის მიმართულებით 30 ტონამდე ამანათი გაიგზავნა.

ფიზიკურ პირებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა უფასოდ გაგზავნონ ჰუმანიტარული გზავნილები უკრაინის მიმართულებით, მხოლოდ ნაცვლად „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრებისა, მიმართონ თბილისისა და რეგიონების მასშტაბით არსებულ შემკრებ პუნქტებს. ჰუმანიტარული დანიშნულების ტვირთს „საქართველოს ფოსტა“ უკრაინის მიმართულებით გააგზავნის.

მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის ფოსტის Ukrposhta-ის ინფორმაციით, 20 აპრილის მონაცემების თანახმად, ფოსტის მეშვეობით მიღებული ძირითადი ჰუმანიტარული ტვირთის (საკვები პროდუქტი, პირველადი სამედიცინო დანიშნულების პრეპარატი, ტანსაცმელი) რაოდენობის მიხედვით, „საქართველოს ფოსტა“ 520 ტონაზე მეტი ტვირთით კვლავ პირველ ადგილზე.

ამავე უწყების ცნობით, საქართველო იმ 14 ქვეყანას შორისაც არის, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აძლევს საშუალებას უფასოდ გაგზავნონ საფოსტო გზავნილები (ამანათები) უკრაინის მიმართულებით მათთვის სასურველ ადრესატებთან. საქართველოს მოჰყვება რუმინეთი 80 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთით, ბელგია 80 ტონით და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ ჰუმანიტარულ ტვირთში სხვა ქვეყნების მიერ მიწოდებული ტექნოლოგიური, სამშენებლო და სხვა დანიშნულების ჰუმანიტარული ტვირთი არ იგულისხმება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უკრაინაში პირველი ჰუმანიტარული ტვირთი თებერვალში გაიგზავნა. ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ყველა რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა და უკრაინაში გაიგზავნა.

უკრაინელთა დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი შეაგროვა და უკრაინაში გააგზავნა საქართველოს პარლამენტმა, თბილისის მერიამ, საპატრიარქომ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ.

გარდა ამისა, მთავრობის ინიციატივით, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ კამპანია „აწარმოე უკრაინისთვის“ წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც ქართული კომპანიების წარმოებული ან მათ მიერ შეძენილი სხვადასხვა საჭიროების პროდუქცია უკრაინაში სამ ეტაპად გაიგზავნა.

უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნა ლოგისტიკურად „საქართველოს ფოსტამ“ უზრუნველყო უკრაინის ფოსტასთან თანამშრომლობით. ამასთან, “საქართველოს ფოსტამ“ დაიწყო კამპანია და უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფიზიკური პირებისგან, უფასოდ აგზავნის ჰუმანიტარული დანიშნულების საფოსტო გზავნილებს უკრაინის მიმართულებით.

ასევე, “საქართველოს ფოსტის” თანამშრომლებმა, უკრაინის სახელმწიფო ფოსტის “Ukrposhta” თანამშრომლებს, სოლიდარობის ნიშნად, გაუგზავნეს ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათები.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა