მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ჰქონდა შანსი, უკეთ მომზადებულიყო ამ ისტორიული მომენტისთვის - ჰარცელი

62948faae9867
გიორგი თოლორდავა
30.05.22 13:35
2209
საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის განაცხადზე კომისიის შეფასება, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გამოქვეყნდება. ამის შემდეგ კი, ერთი თვის განმავლობაში წევრ სახელმწიფოებს შორის გაგრძელდება დისკუსია.

"თავს შევიკავებ სპეკულაციისგან, თუ როგორი იქნება ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით, თუმცა დასკვნა ერთი იქნება: ახლა დროა, რომ საქართველო საქმეს შეუდგეს! ეს საქმე იქნება დაეწიოს მატარებელს, რომელიც სადგურიდან გადის თუ დარწმუნდეს იმაში, რომ ბილეთი შემდეგ სადგურზე მიიყვანს“, - განაცხადა ჰარცელმა.

მისი განმარტებით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცეს არცერთ შემთხვევაში არ იქნება მოკლევადიანი და ყოველ ახელ წევრს მოეთხოვება იმ ფუნდამენტური პრინციპების დაცვა, რომელზეც გაერთიანება დგას, იქნება ეს: დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები თუ თანასწორობა.

ჰარცელის შეფასებით, რეფორმების კუთხით წლების განმავლობაში საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია, თუმცა მას ჰქონდა იმის შანსი, რომ ამ ისტორიული მომენტისათვის უკეთესად ყოფილიყო მომზადებული.

„საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა, უკეთ ყოფილიყო მომზადებული ამ ისტორიული მომენტისთვის, რადგან ის ემთხვევა იმ პერიოდს, როცა ევროკავშირში მზარდია შეშფოთება ქვეყნის ტრაექტორიის მიმართ. რეფორმების ტემპის შემცირების, კოვიდ-პანდემიისა და პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც ორივე მხარის პასუხისმგებლობას წარმოადგენს, უკანასკნელი თვეების განმავლობაში დაისვა შეკითხვები იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით მიდის საქართველო“, - დასძინა ევროკავშირის ელჩმა.