მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს კომერციული ბანკების აქტივები 51 მლრდ ლარია

5f45220877f72
BM.GE
25.08.20 20:10
744
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის ივლისში ივნისთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.9 მლრდ ლარით ანუ 3.85%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.14 პროცენტით გაიზარდა) და 1 აგვისტოსთვის 51.17 მლრდ ლარი შეადგინა.

სებ-ის ინფორმაციითვე, 1 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

„საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.28 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.32 პროცენტია,“ - ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.