ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანგარიშის - „SME Policy Index - 2020“ მიხედვით, საქართველომ რეიტინგში უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია. ანგარიშის თანახმად, საქართველოს შეფასება და შესაბამისად ქულა (წინა 2016 წლის რეიტინგთან შედარებით) რეიტინგის 12 კომპონენტიდან 12-ვეში გაუმჯობესდა, ხოლო 12-დან 9 კომპონენტში ქვეყანა უმაღლესი ქულით შეფასდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.
"OECD-ის ანგარიშის თანახმად, საქართველომ მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისადმი სტრატეგიული მიდგომით და შესაბამისი მიზნობრივი ინიციატივების განხორციელებით დიდი პროგრესი განიცადა და მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. ამასთან, კვლევის თანახმად, საქართველომ განსაკუთრებით შთამბეჭდავი ნაბიჯები გადადგა მცირე და საშუალო მეწარმეობის ოპერაციული გარემოს გაუმჯობესების, ინსტიტუციური ჩარჩოს ჩამოყალიბების, სამეწარმეო სწავლების და უნარების განვითარების და ბიზნესის ხელშემწყობი სერვისების გაუმჯობესების მიმართულებებით.
„SME Policy Index 2020“ რეიტინგის შეფასება ძირითადად ეფუძნება ქვეყნებში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ერთიანი პოლიტიკის, სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის არსებობას და მის ეფექტიან აღსრულებას. კვლევა მიზანია შეაფასოს ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის მიმართულებების შესაბამისობა ევროპის მცირე ბიზნესის აქტის (SBA - Small Business Act) 10 პრინციპის მიხედვით განსაზღვრული კომპონენტებთან.
საგულისხმოა, რომ OECD-ის მიერ, 2018 წელს განხორციელდა საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის შესრულების მონიტორინგი და მომზადდა შესაბამისი დოკუმენტი („Monitoring Review“). აღნიშნული „Monitoring Review“ OECD-იმ წარადგინა 2018 წლის ევრაზიის კვირეულზე (OECD Eurasia week), რომელზეც დადებითად შეფასდა სტრატეგიის შესრულების მდგომარეობა და საქართველო დასახელდა სამოდელო ქვეყანად აღმოსავლეთ პარტნიორობის სამეზობლო ქვეყნებს შორის. 2016 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო „საქართველოს 2016-2020 წლების მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია“ და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რომელიც შემუშავებულ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, OECD-თან და GIZ-თან მჭიდრო თანამშრომლობით და ევროკავშირის მხარდაჭერით. სტრატეგია სრულად ეფუძნება ევროპული მცირე ბიზნესის აქტს „უპირველესად იფიქრე მცირეზე“ (Think Small First), ასევე მასში გათვალისწინებულია „ევროპული მცირე ბიზნესის აქტის“ ძირითადი პრინციპები და ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის კუთხით",- ნათქვამია ეკონომიკის სამინსიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას