მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს მთავარი სიმდიდრე გამოძრომის გამძლეობაა“ - ალექსანდრე ჯეჯელავა

603119ad594b5
ვიქტორია მღებრიშვილი
21.02.21 00:10
1143

„საქართველოს მთავარი სიმდიდრე გამოძრომის გამძლეობაა“ - ასეთი პასუხი გასცა მენტორმა, ბიზნესკონსულტანტმა, სპიკერმა და ტრენერმა BMG Drive-ის წამყვანს კითხვაზე, თუ რაში მდგომარეობს საქართველოს მთავარი სიმდიდრე.

ალექსანდრე ჯეჯელავა თვლის, რომ ქართველებს ისტორიულად აქვთ გამომუშავებული გამძლეობა, რომლითაც ყველანაირ მძიმე მდგომარეობასთან გამკლავებას შეძლებენ. ის ამბობს, რომ ქართველი მარსზე წასვლის შემთხვევაშიც გადარჩება.

„საქართველოს მთავარი სიმდიდრე გამძლეობაა, არა იმის, რომ რაღაცას უძლებ, არამედ გამოძრომის გამძლეობა. თუ გზა არსებობს მგონია, რომ ქართველი იპოვის ამ გზას და ეს აქტივი გლობალიზაციის პირობეში იზრდება. ინტერნეტიზაციის პირობებში მისი კურსი იზრდება და მთელი მენეჯმენტი მიდის გამძლეობისკენ.

ეს შეიძლება ასტრალურ თეორიად ჟღერდეს, მაგრამ მეჩვენება, რომ ის გამძლეობა, რომელიც ისტორიულად გვაქვს, მოვიდა ამის გამოყენების დრო. მარსზე რომ წავიდნენ ქართველები დაიკარგებიან? მგონია, რომ არა. 90-იანი წლები დახვდებათ და ყველაფერს მიხედავენ“, - აღნიშნავს ჯეჯელავა.