04.ოქტომბერი .2022 15:08

საქართველოს მთავრობა 2023 წელს 2.2 მილიარდის ახალ საგარეო ვალს აიღებს

საქართველოს მთავრობა 2023 წელს 2.2 მილიარდის ახალ საგარეო ვალს აიღებს
views 1025
უკან

2023 წელს საქართველოს მთავრობა 2.22 მილიარდი ლარის ახალ საგარეო ვალს აიღებს - ამის შესახებ მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტიდან ირკვევა. ეს მიმდინარე წლის საგარეო ვალზე 824 მილიონი ლარით ნაკლებია. სანაცვლოდ, 100 მილიონით იზრდება შიდა ვალის გეგმა და ის 1.4 მილიარდ ლარს მიაღწევს.

2.2 მილიარდის საგარეო ვალიდან 1.92 მილიარდი ლარი საერთაშორისო დონორების შეღავათიანი კრედიტები იქნება. მომდევნო წელსაც მთავრობა ყველაზე მეტ თანხებს აზიის განვითარების ბანკის; მსოფლიო ბანკის; EBRD-ის, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და გერმანიის განვითარების სააგენტოსგან ისესხებს.

თანხები შემდეგ პროექტებზე მიიმართება:

● ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის (ქვეშეთი-კობი) გზა (EBRD, ADB) - 178 მლნ ლარი;
● თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის უბისა შორაპანის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (EIB) - 163 მლნ ლარი;
● თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის შორაპანი არგვეთას მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (ADB, JICA) - 152 მლნ ლარი;
● თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხევი უბისას მონაკვეთის რეკონსტრუქცია - მშენებლობა (EIB, ADB) - 104 მლნ ლარი;
● ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროგრამა (წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორი) (ADB) - 94 მლნ ლარი;
● საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა (ADB) - 85 მლნ ლარი;
● ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q (WB) - 79 მლნ ლარი;
● თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (EIB, WB) - 68 მლნ ლარი;
● თბილისის მეტროს პროექტი (EBRD) - 60 მლნ ლარი;
● აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი (ზემო ოსიაური-რიკოთი) (EIB, WB) - 60 მლნ ლარი;
● ქ. ბათუმის ახალი შემოვლითი გზა (ADB, AIIB) - 51 მლნ ლარი;
● Log-In Georgia (EIB, WB) - 50 მლნ ლარი;
● ქუთაისის წყალარინების პროექტი (EPTATF, EIB) - 48 მლნ ლარი;
● საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი (EIB) - 48 მლნ ლარი;
● რეგიონალური განვითარების პროექტი III (მცხეთა-მთიანეთი და სამცხე-ჯავახეთი) (WB) - 45 მლნ ლარი;
● საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროექტი (WB) - 43 მლნ ლარი;
● აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზაცია-მშენებლობა სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე (EIB, EU) - 42 მლნ ლარი;
● იმერეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (KfW) - 40 მლნ ლარი;
● ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი (WB) - 40 მლნ ლარი;
● რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი II (WB, WB-TF) - 35 მლნ ლარი;
● სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის კმ48-კმ64 გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთის მშენებლობა (EIB) - 32 მლნ ლარი;
● თბილისის ავტობუსების პროექტი (ფაზა II-გაზი) (EBRD) - 30 მლნ ლარი;
● აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა, საქართველო (EU, KfW) - 30 მლნ ლარი;
● მდგრადი ურბანული მობილობა (KfW) - 25 მლნ ლარი;
● კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი (WB) - 24 მლნ ლარი;
● თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ბაკურციხე-წნორის მონაკვეთის მშენებლობა (ADB) - 24 მლნ ლარი;
● ქალაქ ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესება (AFD, EU) - 22 მლნ ლარი;
● გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება (KfW) - 20 მლნ ლარი;
● ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია (Kuwait Fund) - 20 მლნ ლარი;
● მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II (KfW) - 20 მლნ ლარი;
● თბილისის მუნიციპალური მომსახურების პროექტი (EBRD) - 20 მლნ ლარი;
● შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი (WB) - 20 მლნ ლარი;
● 500 კვ ეგხ ჯვარი-წყალტუბო (WB) - 19 მლნ ლარი;
● სექტორული განვითარების პროგრამა, თანამედროვე უნარები უკეთესი სამუშაო ადგილებისთვის (ADB) - 15 მლნ ლარი;
● თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტი (E5P, CEB) - 14 მლნ ლარი;
● შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხარაგაულის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია (ADB) - 13 მლნ ლარი;
● ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი (EBRD, SIDA) - 12 მლნ ლარი;
● ხელედულა-ლაჯანური-ონი (KfW) - 10 მლნ ლარი;
● თბილისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი (EBRD) - 10 მლნ ლარი;
● ჩრდილოეთის რგოლი (EBRD), ნამახვანი - წყალტუბო - ლაჯანური (EBRD, KfW) - 10 მლნ ლარი;
● პროფესიული განათლების პროგრამა 1 (KfW) - 10 მლნ ლარი;
● 500 კვ ეგხ "წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი" (KfW, EU-NIF) - 8 მლნ ლარი;
● მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა (DiMMA) (IFAD) - 8 მლნ ლარი;
● (ADB-ს II ტრანშის თანადაფინანსება) წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამა (AFD, ADB) - 5 მლნ ლარი;
● ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი (EBRD, EIB, EU) - 5 მლნ ლარი;
● აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი (SIDA, EBRD) - 5 მლნ ლარი;
● ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამა (KfW) - 5 მლნ ლარი;
● ბაკურიანის მუნიციპალური მომსახურების პროექტი (EBRD) - 3 მლნ ლარი;
● ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტი (WB) - 2.5 მლნ ლარი;
● COVID-19 პანდემიის კონტექსტში სოციალური უსაფრთხოება (KfW, WB, AIIB) - 2.4 მლნ ლარი;
● ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი (EU, KfW) - 2.0 მლნ ლარი;
● ბათუმის ავტობუსების პროექტი (E5P, EBRD) - 0.5 მლნ ლარი;
● საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება (NEFCO, E5P) - 0.3 მლნ ლარი;

ამასთანავე, დონორების თანხები მიიმართება შემდეგ პროექტებზე:

● განვითარების პოლიტიკის ღონისძიება-2022 პროგრამის (DPO-2022) ფარგლებში მსოფლიო ბანკიდან (WB) მისაღები სახსრები - 114 000.00 ათასი ლარის ოდენობით;
● ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამის (AFD)-6-ის ფარგლებში საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები სახსრები – 114 000.00 ათასი ლარის ოდენობით;
● რკინიგზის სექტორის რეფორმის პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები - 72 000.00 ათასი ლარის ოდენობით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა