მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთავრობა მოქმედებს მკაფიოდ და აუცილებელი სიფრთხილით - გერმანიის ელჩი

622ba7d51d273
BM.GE
11.03.22 23:44
4909
"საქართველოს მთავრობა, ჩემის აზრით, მოქმედებს მკაფიოდ და აუცილებელი სიფრთხილით. საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებში ძალიან ნათლად გამოდის აგრესიის წინააღმდეგ, თავის დასავლელ პარტნიორებთან ერთად საქართველო იყო გაერო-ს რეზოლუციის ინიციატორი" – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა ​განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველო თავად იყო რუსული აგრესიის მსხვერპლი და კარგად შეუძლია უკრაინის სიტუაციის გაგება, ამიტომ ნათელი და თავისთავადია, რომ მოსახლეობაში არის დიდი მობილიზაცია.

ვხედავთ, რომ ასეთ ვითარებაში ყველა ქვეყნის მთავრობებს უხდებათ მძიმე გადაწყვეტილებები მიღება. საქართველოს მთავრობა, ჩემის აზრით, მოქმედებს მკაფიოდ და აუცილებელი სიფრთხილით. საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებში ძალიან ნათლად გამოდის აგრესიის წინააღმდეგ, თავის დასავლელ პარტნიორებთან ერთად საქართველო იყო გაერო-ს რეზოლუციის ინიციატორი. ვხედავთ, რომ საქართველო ბევრს აკეთებს უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად და მას მოუწევს კიდევ სხვა ამოცანების შესრულება. ვნახეთ, რომ დაიკეტა „ვითიბი ბანკი“. ეს იყო მნიშვნელოვანი და კარგი ღონისძიება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ევროკავშირის და აშშ-ს სანქციების გვერდის ავლა საქართველოს მეშვეობით და ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის“, – განაცხადა ქნირშმა.

კითხვაზე - აქვს თუ არა საქართველოს ხელისუფლებას კონსულტაციები თავის პარტნიორებთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ელჩმა აღნიშნა, კონტაქტი აქვთ საქართველოს მთავრობასთან პირველივე დღეებიდან და ეს გაგრძელდება კიდეც.

„ამ ვითარებაში ჩვენ მუდმივად უნდა შევუთანხმოთ ერთმანეთს საკითხები. იქნება ახალი გამოწვევები – ეკონომიკური, უსაფრთხოების კუთხით, რომლებსაც ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ“, – განაცხადა ელჩმა.