ფინეთმა, რომელსაც რუსეთთან 1340-კილომეტრიანი სახმელეთო საზღვარი აქვს, რუს მოგზაურებს დამატებითი შეზღუდვები დაუწესა, რომლებიც დღეიდან, 10 ივლისიდან ამოქმედდა.
ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის კვლავაც აკრძალული იქნება ფინეთში და ფინეთის გავლით შენგენის ზონის ქვეყნებში, არაარსებითი მოგზაურობის მიზნით მიმოსვლა.
ამასთან, დამატებითი შეზღუდვები დაუწესდათ საქმიან მოგზაურებს, კონკრეტული აქტივების მფლობელებსა და სტუდენტებს. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქმიანი მოგზაურები ფინეთში შესვლას მაინც შეძლებენ, მაგრამ ტრანზიტული მიზნებით ქვეყანას ვერ გამოიყენებენ.