26.ნოემბერი .2020 11:50

საქართველოს მთავრობა რემდესივირს ყიდულობს

საქართველოს მთავრობა რემდესივირს ყიდულობს
views 488
უკან

საქართველოს მთავრობა პრეპარატ რემდესივირს შეიძენს - სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი მედიკამენტს $104,000 დოლარად ყიდულობს. 

შესყიდვის განაცხადში მითითებულია, რომ რემდესივირი ამ დროისთვის კორონავირუსის მკურნალობის ყველაზე ეფექტიან საშუალებად ითვლება. 

"ამ ეტაპისთვის განსაზღვრულია 4 000 (ოთხი ათასი) ფლაკონი რემდესივირის შესყიდვა.


covid 19-ის დადასტურებულად ეფექტიანი პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მკურნალობა ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა მსოფლიო გამოცდილებით და სხვადასხვა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ამ ეტაპისთვის ყველაზე ეფექტიან და იმედისმომცემ მედიკამენტად ითვლება მედიკამენტი - რემდესივირი, რომელსაც შეუძლია შეამსუბუქოს დაავადების მიმდინარეობა და შეამციროს ლეტალობა.

საქართველოში ისევე როგორც მთელს მსოფლიოში ბოლო პერიოდში აღინიშნება covid 19-ის შემთხვევების, მათ შორის მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების მნიშვნელოვანი მატება. აგრეთვე სიკვდილიანობის შემთხვევების ზრდა. შესაბამისად, რემდესივირის შემოტანა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,"- ნათქვამია განაცხადში. 

 

 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა