მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს პრემიერი ბულგარეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა

5daeea3d1748c
თელარა გელანტია
22.10.19 15:37
619
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბულგარეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ როსენ ჟელიაზკოვს შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და ბულგარეთს შორის მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო და სატრანსპორტო შესაძლებლობები არსებობს, რომელიც ხელს უწყობს ტვირთბრუნვას და ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.

ხაზი გაესვა ბულგარეთისა და საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას შავი ზღვის რეგიონში და აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ საქართველომ და ბულგარეთმა თავიანთი ეკონომიკა კიდევ უფრო განავითარონ.