მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საფონდო ბირჟის საშუალო ბრუნვა აგვისტოშიც 0 ლარია

62fb5e0895ba2
გიორგი თოლორდავა
16.08.22 17:32
1849
საქართველოს საფონდო ბირჟის მმართველ გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებებია - გენერალური დირექტორი, გიორგი ფარესიშვილი სექტემბრიდან თანამდებობას ტოვებს, მისი მოვალეობის შემსრულებლად ნინო ქურდიანი ინიშნება.

აღნიშნული ცვლილებების ფონზე, საფონდო ბირჟის დღიური საშუალო ბრუნვა ისევ ნულ ლარს შეადგენს - 16 აგივსტოს მდგომარეობით, მიმდინარე თვესაც ბირჟაზე არცერთი ტრანზაქცია არ შემდგარა.

შეგახსენებთ, რომ არასახარბიელო, 0-ლარიანი შედეგით გამოირჩეოდა ივლისიცა და ივნისიც. 0-ლარიანი ბრუნვა გასული წლისთვის დამახასიათებელი მოვლენა იყო - 2021 წლის მაისში, აპრილში, ივნისსა და ივლისშიც არცერთი გარიგება არ შემდგარა. საერთო ჯამში, გასულ წელს ბირჟაზე 104 077 ლარის გარიგებები განხორციელდა.

საქართველოს საფონდო ბირჟა ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, სადაც 23 კომპანიის ფასიანი ქაღალდია განთავსებული, რომელთა საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია 748 მილიონ დოლარს შეადგენს.