მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ტოპ-10 სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის რეიტინგი

63ca4c46ed953
შოთა ტყეშელაშვილი
20.01.23 12:07
1811
2022 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ რეკორდულ 19 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 33%-ით მეტია. მათ შორის საქართველოს ექსპორტი 5.6 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 32%-ით მეტია. იმპორტი კი 33%-ით, 13.4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა თურქეთი, რომელთანაც ბრუნვა 30%-ით, 2.81 მილიარდამდე გაიზარდა. მეორე ადგილზეა რუსეთი, რომელთანაც ბრუნვამ 2.5 მილიარდი შეადგინა (ზრდა 52%), მესამე პოზიცია ჩინეთმა დაიკავა $1.86 მილიარდით (მატება 26%). სავაჭრო ბრუნვით ქვეყნების ტოპ ათეულში შემავალი ქვეყნებიდან ვაჭრობა გაზრდილია ყველა ქვეყანაში გარდა უკრაინისა, რომელთანაც ბრუნვა 33%-ით შემცირდა.

საქართველოს 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის რეიტინგი:

1) თურქეთი - 2.81 მლრდ დოლარი, ზრდა 30%;
2) რუსეთი - 2.49 მლრდ დოლარი, ზრდა 52%;
3) ჩინეთი - 1.86 მლრდ დოლარი, ზრდა 26%;
4) აზერბაიჯანი - 1.31 მლრდ დოლარი, ზრდა 16%;
5) აშშ - 1.21 მლრდ დოლარი, ზრდა 43%;
6) სომხეთი - 1.20 მლრდ დოლარი, ზრდა 78%;
7) გერმანია - 729 მლნ დოლარი, ზრდა 33%
8) ბულგარეთი - 627 მლნ დოლარი, ზრდა 45%
9) უკრაინა - 507 მლნ დოლარი, კლება -33%
10) იტალია - 349 მლნ დოლარი, ზრდა 14%

რუსეთთან მიმართებით სავაჭრო ბრუნვის მატება საქართველოს მიერ რუსული საწვავის მოხმარების ზრდით იყო განპირობებული. 2022 წელს 361%-ით, 623 მილიონ დოლარამდე გაიზარდა რუსული საწვავის იმპორტი.

საქართველოს TOP-10 საექსპორტო საქონლის ჩამონათვალი კი ასეთია:

1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 1.024 მლრდ დოლარი, ზრდა 25.6%;
2. მსუბუქი ავტომობილები - 903.8 მლნ დოლარი, ზრდა - 98%;
3. ფეროშენადნობები - 460 მლნ დოლარი, კლება - 3.7%;
4. აზოტოვანი სასუქები - 281.4 მლნ დოლარი, ზრდა - 135%;
5. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 252.5 მლნ დოლარი, ზრდა - 5.5%;
6. სპირტიანი სასმელები - 148.1 მლნ დოლარი, კლება - 4.9%;
7. მინერალური და მტკნარი წყლები - 112.5 მლნ დოლარი, კლება 20.7%;
8. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 109.4 მლნ დოლარი, ზრდა - 10.4%;
9. თხილი და სხვა კაკალი - 102.5 მლნ დოლარი, კლება - 13.3;
10. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - 84.5 მლნ დოლარი, ზრდა - 91.8%;