მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუარესდა

5e7dc93f341b3
BM.GE
27.03.20 13:35
774
საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით -23.8 მლრდ აშშ დოლარი (-68.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2019 წლის მშპ-ს -134.2 პროცენტია.

აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 1.0 მლრდ აშშ დოლარით გაუარესდა.
2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 10.7 მლრდ აშშ დოლარია (30.7 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 331.9 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 34.5 მლრდ აშშ დოლარი (99.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 1.4 მლრდ აშშ დოლარით მეტია.