მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში 29 მარტს სულ 1 950 აცრა ჩატარდა - NCDC

62440ee1c01f7
ვიქტორია მღებრიშვილი
30.03.22 15:36
552
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამით 30 მარტის მონაცემებით სულ 2 857 215 აცრაა ჩატარებული.

აქედან მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ადამიანი 1 360 543, რაც 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 47.3%-ია; სრულად ვაქცინირებულია 1 256 517 ადამიანი , ანუ ზრდასრული მოსახლეობის 43.7%; ბუსტერ დოზით კი 237 040 პირია აცრილი.

მოზარდების ასაკობრივ კატეგორიებში, 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 128 (2.33%) სრულად აცრილია - 3 267 (1.84%);
16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 601 (15.54%) სრულად აცრილია- 11 151 (13.75%)

NCDC-ის ცნობით, 29 მარტს საქართველოს მასშტაბით 1 950 აცრა ჩატარდა. რეგიონების მიხედვით, ვაქცინაციის მაჩვენებლები კი ასეთია: თბილისი - 769; აჭარა - 297; იმერეთი - 264; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 169; კახეთი - 127; შიდა ქართლი, ქვემო ქართლი და გურია - 84-84-84; სამცხე-ჯავახეთი 52; მცხეთა-მთიანეთი -11; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - 9.